ნებისმიერი ტიპის სავაჭრო თუ კვების ობიექტისთვის, უმთავრესია მარაგების სწორი აღრიცხვა და კონტროლი, ესაა ის საძირკველი, რომელზეც დგას ბიზნესი და მისი მომავალი.
აქედან გამომდინარე, ადვილად მისახვედრია, თუ რა დატვირთვა აქვს მარაგების აღრიცხვას და რამხელა ზიანი შეიძლება მიადგეს ობიექტს რამდენიმე არასწორი ციფრით. მსგავსი უსიამოვნების თავიდან ასაცილებლად არსებობს მარაგების აღრიცხვისა და გაყიდვების პროგრამა ოპტიმო, რომელიც ამარტივებს არა მხოლოდ ამ საქმიანობას, არამედ ზოგადად, ბიზნესის მართვას და მზა ინფორმაციით მიგანიშნებს სწორი ნაბიჯების გადადგმისკენ.
ალბათ, ბევრჯერ გქონია შემთხვევა, როცა გასაყიდი პროდუქტების ღირებულება დაიანგარიშე და არ გახსოვდა, ყველაფერი მიათვალე თუ არა. ოპტიმოსთან ერთად, აღარ დაგჭირდება კალკულატორზე შეკრება-გამოკლება, რადგან მუდმივად გექნება იმ პროდუქციის რაოდენობაზე ინფორმაცია, რომელიც პროგრამაში შეყვანილია.
გარდა ამისა, ოპტიმო მუდმივად მოგაწვდის განახლებულ მონაცემებს გაყიდვების, შესყიდვების შესახებ, დაგეხმარება გაიგო, რომელია ყველაზე გაყიდვადი პროდუქტი შენს მაღაზიაში, რათა ყოველთვის გქონდეს მომარაგებული მოთხოვნადი პროდუქცია და არ დახარჯო ზედმეტი დრო, ფინანსები ნაკლებად გაყიდვად პროდუქტებზე.
ოპტიმოს მაღაზიის პროგრამის დახმარებით შეგიძლია მომსახურება უფრო სწრაფი და მოქნილი გახადო. ერთის მხრივ, მოლარე მარტივად ამოწმებს ამა თუ იმ პროდუქტის არსებობას მარაგში პროგრამის მეშვეობით, აკონტროლებს რიგებს, იყენებს იურიდიულ პირზე გაყიდვის ფუნქციას, მეორეს მხრივ კი მენეჯერი აკონტროლებს შემოსავლებს, შესყიდვებს ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან.
როგორ გამოვიყენოთ ოპტიმო?
ოპტიმო მარტივი და მოსახერხებელი ინტერფეისით გამოირჩევა, რაც უადვილებს მის გამოყენებას ობიექტზე მომუშავე პერსონალს. თუ ფიქრობ, რომ მაღაზიის პროგრამის დაყენება ბევრ სირთულესთან, დიდ დროსთან და თანხებთან არის დაკავშირებული, ეს სიმართლეს არ შეესაბამება. ოპტიმოს დაყენება თვეში სულ რაღაც 40 ლარადაა შესაძლებელი, თუმცა, მანამდე შეგიძლია 14 დღე უფასო მომსახურებით ისარგებლო, რათა დატესტო და მოარგო პროგრამა შენს ბიზნესს.
გასათვალისწინებელია, რომ ინსტალაციისთვის არ იხდი დამატებით გადასახადს. იმისათვის, რომ ისარგებლო ოპტიმოს მარტივი პროგრამით, უნდა ეწვიო საიტს optimo.ge მოითხოვო დემო, შეავსო პირადი მონაცემებით აპლიკაცია და შემდეგ უკვე, ოპტიმოს თანამშრომლები თავად დაგიკავშირდებიან და მოგაწვდიან დეტალურ ინფორმაციას.
პროგრამის ტექნიკურად გამართვის შემდეგ, ოპტიმოს წარმომადგენლები შეგასწავლიან, თუ როგორ გამოიყენოთ ის, გეყოლებათ პერსონალური მხარდაჭერის მენეჯერი, რომელიც ნებისმიერი პრობლემის აღმოფხვრაში დაგეხმარებათ, მუდმივად საქმის კურსში იქნებით პროგრამული განახლების შესახებ, რათა მიიღოთ უფრო მეტი სარგებელი ოპტიმოსგან.
R