22 აპრილს, „მუზამე“ სფეისჰოლში“ სტეფანე მღებრიშვილის ცოცხალ კონცერტს წარმოგიდგენთ, შესრულდება ყველა ის სიმღერა, რომელიც მუსიკოსის შემოქმედების თაყვანისმცემლებს უყვართ.
სტეფანე ამ კონცერტისთვის განსაკუთრებულად ემზადება. მცირე ხნის წინ გამოაქვეყნა პოსტი, სადაც აღნიშნა, რომ მისი კონცერტის ბილეთები გაყიდვის კუთხით საიტზე მეორე ადგილზეა.
მისი მეგობრები სტეფანეს კონცერტს ინტერნეტში დიდ პოპულარიზაციას უწევენ. ბახვა ბრეგვაძემ და ვიკა კალანდიამ ახლახან სოცქსელში განათავსეს ვიდეო, სადაც „დამიბრუნდის“ ახალ ვერსიაზე ცეკვავენ.