LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ ემზადებოდნენ პრიანკა ჩოპრა და ნიკ ჯონასი შვილის დაბადებისთვის

377
UntitledFGHFH

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ პრიანკა ჩოპრა და ნიკ ჯონასი მშობლები პირველად გახდნენ. წყვილს ქალიშვილი სუროგატი დედის დახმარებით შეეძინა.

„კიდევ ერთი ვარსკვლავი გაუფრთხილდა ფიგურას“ – პრიანკა ჩოპრას და ნიკ ჯონასს ქალიშვილი სუროგატი დედის საშუალებით შეეძინათ 

როგორც ირკვევა, როდესაც წყვილი ლოს-ანჯელესის პრესტიჟულ უბანში უზარმაზარ სახლს ყიდულობდა, შვილის ყოლაზე უკვე ფიქრობდა. გამოცემა People-ს ინსაიდერმა განუცხადა, რომ ბოლო თვეები წყვილი აქტიურად ფიქრობდა სახლის უფრო უკეთ კეთილმოწყობაზე, ისინი დიდი ენთუზიაზმით  ემზადებოდნენ შვილის დასახვედრად.

მათ თვეების წინ დაიწყეს რემონტი და ახლახან დაასრულეს, შედეგად მიიღეს სახლი, სადაც უამრავი სივრცე და სიმწვანეა.

სახლის პირველი სართული ხის მასალითაა მოპირკეთებული, მისაღები ოთახი კი მარმარილოს სვეტებითაა გაფორმებული.

პრიანკა ჩოპრასა და ნიკ ჯონასის 20 მილიონად შეფასებული ვილის მშენებლობა უკვე სრულდება 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები