საჯარო ადგილებში სიგარეტის მოწევა იკრძალება: პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო. ინიციატივას მჯომხრეებიც ჰყავს და მოწინააღმდეგეებიც. გთავაზობთ გამოხმაურებებს, რომლებიც სოციალურ ქსელში გამოჩნდა.
ინგა გრიგოლია:
„ჩემი ორდღიანი ომი სიგარეტთან და ამდენი სტატუსების კითხვა მოწევაზე, იმით დამთავრდა, რომ წეღან ავდექი, სახლი გადავჩხრიკე, სიგარეტი ვიპოვე და გავაბოლე. მგონი, უკურეაქცია მომცა ამ ანტინიკოტინურმა კამპანიამ (((((((((((( არადა, მომხრე ვარ კი არა, მომხრეთა შორის ერთ-ერთი პირველი ვარ, რომ რომ რამენაირად ცოტათი მაინც შევზღუდოთ მოწევა“.
ნანუკა ჟორჟოლიანი:
„არადა, მარტივად შეიძლება ამ პრობლემის მოგვარება. უბრალოდ უნდა დაანებოთ მოწევას თავი.
(თვითკმაყოფილების სმაილი)“
ლაშა ბასლანძე:
„კაი, მაშინ მოსაწევსაც გარეთ მოვწევთ, რა…“
სალომე ასათიანი:
„ორი „სივრცე“, ერთმანეთისგან მხოლოდ პირობითი საზღვრით გამიჯნული მწეველების და არამწეველების ოთახები, არის დიდი ილუზია და მტკნარი სიცრუე. ბოლი აღწევს მაინც ყველგან. სიგარეტთან მთელი ზრდასრული ცხოვრებაა ე.წ. ლავ-ჰეით ურთიერთობა მაქვს, მაგრამ ჩემთვის ძალიან ცხადია, რომ სადაც არამწეველები და მით უმეტეს ბავშვები არიან, ეს ბოლი და გამონაბოლქვი არ უნდა იყოს იქ. აღარაფერს ვამბობ მომუშავე პერსონალზე, ოფიციანტებზე, რომლებსაც საათობით უწევთ ამ შხამის სუნთქვა. ასეთი კამათი და უკმაყოფილება ყველა ქვეყანამ გადაიტანა სადაც აკრძალვა შემოიღეს. მაგრამ ცხოვრობენ როგორღაც“.
რამილია ალიევა:
„უკაცრავად, თქვენ ევროპელობა მარტო უვიზობა გეგონათ?!“
ირაკლი გაფრინდაშვილი:
„თქვენ მოწიეთ ცეცხლი“