ჯანეტ ქერდიყოშვილი „მის სამყაროს“ მონაწილეა, რომლის ფინალიც მალე გაიმართება. სანამ ის კონკურსისთვის ემზადება, საქართველოში მისი ერთ-ერთი ინტერვიუ გაიხსენეს, როდესაც „მარაოს“ გადაცემა „სელფი“-ში საკუთარი მოსაზრებები გამოთქვა კაცისა და ქალის ღალატთან დაკავშირებით და აღნიშნა: „არც უნდა იყოს განხილვის საგანი ქალისა და კაცის ღალატი. კაცის „გაგულავება“ არის სულ სხვა რაღაც და ქალის ამორალობა, რადგან ის დედაა“.
მის ამ და სხვა გამონათქვამებს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა, მათ შორის, ცნობილი ადამიანების მხრიდანაც.
ვიკა ბუკია, ჟურნალისტი:
ჯანეტს ნუ აკრიტიკებთ, სტერეოტიპებს ებრძოლეთო. მაინც რა ფორმით უნდა ვებრძოლოთ სტერეოტიპებს? ასე დავდგეთ და ვთქვათ, რომ ვიღაცები რაღაცებს ამბობენ და არ მოგვწონს? ვითომ ჯანეტები არ არსებობენ?
სტერეოტიპებთან ბრძოლაა ზუსტად ჯანეტის ნათქვამი შტერობად რომ მიგვაჩნია და ამას ღიად ვამბობთ. პირს ხომ არ ვუკუმავთ? ვამბობთ, რომ არ მოგვწონს ის, რასაც ამბობს. ეგეც არ ვთქვათ?
უცებ წარმოვიდგინე, ამათმა რომ ასე ილაპარაკონ შტერობები და ურეაქციო საზოგადოება უსმენდეს, ძალიან ცუდი სანახაობა იქნებოდა…
და თუ ეს გოგო ასეთ სისულელეებს იმიტომ ლაპარაკობს, რომ „ბიკინიანი“ ქალის შესახებ მითები დაანგრიოს და ასე საზოგადოებაზე იმუშაოს – ეს კიდევ უფრო ამაზრზენია.
მაკა ცინცაძე, ჟურნალისტი:
აა, არასდროს არაფერი შეგშლიათ? ვიღაც ეთანხმება, ვიღაც არა. რას ლანძღავთ და ათრევთ…
დათო იმედაშვილი, რეჟისორი:
ჯანეტის ინტერვიუს შემდეგ პარლამენტში ახალი კანონპროექტი შევიდა სამუშაო სათაურით: „ღალატი კვოტირებით“. მისი არსი შემდეგშია – თუ მამაკაცი შეყვარებულს, ცოლს, საყვარელს უღალატებს, მაშინ ქალბატონს, ვისაც უღალატეს, ეკისრება ვალდებულება, ზუსტად იმ რაოდენობით უღალატოს, რამდენჯერაც ეს მამაკაცმა ჩაიდინა. რაოდენობის დადგენა შესაძლებელია აღიარებითი ჩვენების, კერძო დეტექტივის ან საგამოძიებო უწყებების მეშვეობით! :))) ჰაა, გაიხარეთ :))
კახი მამულაშვილი, პროდიუსერი:
ჯანეტზე ზედმეტი არ გავიგო არაფერი, თორემ წაგშლით მეგობრობიდან.
ნანუკა ჟორჟოლიანი, ტელეწამყვანი:
პორკე ჯანეტ? პორკე? ესენი რატომ იბლუწუნე, ჯანეტ?
ნუკა ორჯინიკიძე, ჟურნალისტი:
ამ ინტერვიუს სატელევიზიო ვერსია მე გადავიღე selfie-სთვის. ის არის უკარგესი ადამიანი… ძალიან შრომისმოყვარე და ძლიერი გოგო. სამწუხაროდ, გაიზარდა გარემოში, რომელმაც ეს სტერეოტიპები ჩამოუყალიბა, თუმცა დამრჩა შთაბეჭდილება, რომ დაზეპირებულივით მელაპარაკებოდა ამ კონკრეტულ საკითხებზე. ისეთი გონიერი ბავშვია, დარწმუნებული ვარ, დროსთან და გამოცდილებასთან ერთად ჯანსაღი აზრებიც მოვა.