LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ ეხმარება Optimo მცირე და საშუალო ბიზნესებს?

3923
715 X 400-01

გაყიდვებისა და მარაგების მართვის პროგრამა Optimo მცირე და საშუალო ბიზნესის წარმატების ერთ-ერთი მთავარი „გასაღებია“.  იგი მორგებულია ბიზნესის საჭიროებებზე და მზა ანალიტიკური ინფორმაციით ეხმარება როგორც მენეჯმენტს, ასევე მესაკუთრეს სწორი ნაბიჯების დაგეგმვასა და განხორციელებაში.

ოპტიმო განკუთვნილია როგორც სხვადასხვა ტიპის მაღაზიებისთვის, ასევე კვების ობიექტებისთვის. მისი მომხმარებლები არიან სასურსათო მაღაზიები, დრაივები, კაფეტერიები, საკონდიტროები, აქსესუარების, ტექნიკის, ავტონაწილების მაღაზიები და.ა.შ. პროგრამა ერგება ნებისმიერი მათგანის საჭიროებას და ამარტივებს რუტინულ საქმეს.

მარაგების მართვა ნებისმიერი ტიპის ბიზნესისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა. სწორედ აქ შემოდის ოპტიმო, როგორც თქვენი დამხმარე და საოცრად ამარტივებს საქმეს, აღრიცხავს დახლებსა და საწყობში არსებულ პროდუქციას, აკონტროლებს ნაშთებს და თქვენ მუდმივად გაქვთ განახლებული ინფორმაცია თქვენს ობიექტზე არსებული თითოეული პროდუქტის რაოდენობაზე. შესაბამისად, მარტივად გეგმავთ შესყიდვებს და უპირატესობას ანიჭებთ ისეთ პროდუქტს, რომელიც მცირე რაოდენობით გაქვთ ამ ეტაპზე, მაგრამ ერთ-ერთი ბესტსელერია და მასზე მოთხოვნა დიდია. გარდა ამისა, იგი კარგი დამხმარეა შესყიდვების წარმოებისას, ინტეგრირებულია Rs.ge-თან, რითაც აადვილებს ზედნადებების ატვირთვის, დადასტურებისა და კორექტირების პროცესს.

ოპტიმო cloud-based პროგრამაა, რაც იძლევა საშუალებას, რომ დისტანციურადაც კი მართოთ თქვენი ბიზნესი. იმისთვის, რომ იცოდეთ, როგორ განვითარდა გუშინ/დღეს მოვლენები თქვეს ობიექტზე, არ არის აუცილებელი ადგილზე ყოფნა. ოპტიმოს დახმარებით ყველა იმ ინფორმაციას მიიღებთ, რითაც დაინტერესდებით, ისე თითქოს არსად წასულხართ.

მაღაზიის პროგრამა იძლევა ინფორმაციას როგორც შესყიდვებზე, ასევე გაყიდვებზე. ბიზნესის მფლობელს ან მენეჯერს შეუძლია ნებისმიერ მომენტში ნახოს, დღის რომელი მონაკვეთია ყველაზე აქტიური მისი ობიექტისთვის, როგორია შემოსავლიანობა და მოგება იმ კონკრეტული დროისთვის, რომელ პროდუქტს უჭირს რეალიზაცია და რომელი იყიდება ყველაზე კარგად.

თუ ფიქრობთ, რომ ამ მეტად საჭირო პროგრამის დაყენება რაიმე დიდ ფინანსურ ინვესტიციას მოითხოვს, ასე არ არის. ოპტიმოს გამოყენება 14 დღის მანძილზე სრულიად უფასოდაა შესაძლებელია, რის შემდეგაც თვეში მხოლოდ 40 ლარად შეძლებთ სარგებლობას.

იმისათვის, რომ გააკეთოთ განაცხადი ოპტიმოს დანერგვის თაობაზე, უნდა ეწვიოთ საიტს optimo.ge, მოითხოვოთ დემო, თქვენი პერსონალური მონაცემებით შეავსოთ აპლიკაცია, რომლის გაგზავნის შემდეგ დაგიკავშირდებათ წარმომადგენელი და გაგცემთ პასუხებს ყველა კითხვაზე.

აღსანიშნავია, რომ თქვენ აუცილებლად გეყოლებათ პერსონალური მენეჯერი, რომელიც თქვენ და თქვენს გუნდს გასწავლით პროგრამაში მუშაობას; დაგეხმარებათ, მარტივად შეიყვანოთ მაღაზიის პროდუქცია პროგრამაში; სრულიად უფასოდ გაგიწევთ დახმარებას და მუდმივად მზად იქნება თქვენი მხარდაჭერისთვის.

ეწვით optimo.ge-ს და მართეთ ბიზნესი გონივრულად!

R

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები