ბიზნესის მართვა სხვადასხვა საკითხის ცოდნას მოითხოვს. ხშირად შეიძლება ისეთი წვრილმანი დეტალი იყოს წარუმატებლობის მიზეზი, რომ უამრავ საქმეში თავჩარგულმა მისთვის ყურადღების დათმობა მნიშვნელოვნად არც მიიჩნიო. თუმცა, თუ გვერდში დაიყენებ ისეთ სავაჭრო პროგრამას, რომელიც ყველანაირად დაგეხმარება პროცესების სწორად მართვასა და მომავალი ნაბიჯების დაგეგმვაში – მაშინ წარმატება გარანტირებულია.
“ოპტიმო” გაყიდვებისა და მარაგების მართვის პროგრამაა მაღაზიებისა და კვების ობიექტებისთვის, რომლის მთავარი ხიბლი მის მოქნილობასა და სიმარტივეშია. მისი მისია და ფუნქცია მდგომარეობს იმაში, რომ მიაწოდოს ინფორმაცია ბიზნესის მენეჯერს ყველა აქტუალურ საკითხზე და დაეხმაროს ისეთი საკითხის მოგვარებაში როგორიცაა მარაგების აღრიცხვა, მართვა და კონტროლი.
დიახ, “ოპტიმოში” ერთჯერადად პროდუქციის შეყვანით, მუდმივად გექნებათ ინფორმაცია საწყობსა და დახლებზე არსებული მარაგების შესახებ. გეცოდინებათ, რისი მარაგი იწურება, რა გაქვთ დიდი რაოდენობით, რა არის სასწრაფოდ შესასყიდი და რომელ პროდუქტზე უნდა გადადგათ ქმედითი ნაბიჯები სწრაფი რეალიზაციისთვის.
როცა საქმე შესყიდვაზე მიდგება, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ოპტიმო ინტეგრირდება rs.ge-თან, რითაც კიდევ უფრო ამარტივებს შესყიდვის პროცესს, ზედნადების ატვირთვას, დადასტურებას და საჭიროების შემთხვევაში კორექტირებასაც კი.
გარდა ამისა, მაღაზიის პროგრამა ოპტიმო ნებისმიერ მონაკვეთში იძლევა ინფორმაციას გაყიდვების, შემოსავლის, მოგების შესახებ. ბიზნესის მენეჯერს არ სჭირდება მუდმივად ობიექტზე ყოფნა იმისთვის, რომ იცოდეს როგორი დღე იყო გაყიდვების მხრივ, რისი შესყიდვა მოხდა ამა თუ იმ თარიღში და.ა.შ. ოპტიმო ვირტუალურ ღრუბელზე დაფუძნებული პროგრამაა, რითაც იძლევა დისტანციური მართვის შესაძლებლობას. შეგიძლიათ, მართოთ ბიზნესი თქვენი მობილურიდან ან ლეპტოპიდან მაშინაც კი, როცა ფიზიკურად შორს იქნებით.
“ოპტიმოს” პროგრამის მთავარი ხიბლი ისაა, რომ მარტივად გამოსაყენებელია. აქვს ორი სივრცე, ერთი მენეჯერებისთვის, მეორე მოლარეებისთვის. მენეჯერებისთვის განკუთვნილ სივრციდან შესაძლებელია არ მხოლოდ ერთი, არამედ რამდენიმე ფილიალის მართვა, ისე რომ არაა საჭირო ერთი მისამართიდან მეორეზე სირბილი ინფორმაციის მისაღებად და პროცესებისთვის თვალის სადევნებლად. თან, მისი გამოყენება რაიმე სპეციალურ ცოდნას არ მოითხოვს.
მოლარისთვის განკუთვნილი სივრცე სამუშაოს უმარტივებს არამარტო მოლარეს, არამედ მომხმარებლისთვისაც ძალიან კომფორტულია, რადგან ოპტიმოს მოლარის პროგრამით სწრაფად ტარდება პროდუქცია, ასევე სწრაფად ხორციელდება გადახდები, რაც უზრუნველყოს სწრაფ მომსახურებას, არ ქმნის რიგებს და უხერხულობას.
ამ უმნიშვნელოვანესი პროგრამით სარგებლობისთვის ბიზნესს არ სჭირდება დიდი ფულადი ინვესტიცია, თვეში სულ რაღაც 40 ლარად შეგიძლიათ ისარგებლოთ სავაჭრო პროგრამით ოპტიმო და გაიმარტივოთ ბიზნესის მართვა.
(R)