LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ ებრძვის ადამიანი კორონას: დანიაში 17 მილიონ წაულას გაანადგურებენ

282
201105112017-01-denmark-mink-cull-exlarge-169

დანიაში კორონავირუსის მასშტაბური გავრცელების რისკის შესამცირებლად 17 მილიონ წაულას გაანადგურებენ.

ჩატარებული კვლევების შედეგად აღმოჩნდა, რომ კვერნისებრთა ოჯახის ამ წარმომადგენლების სხეულში მოხვედრის შემდეგ, მუტაცია განიცადა ახალმა კორონავირუსმა და ინფექცია ცხოველიდან ადამიანზეც გავრცელდა.

როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მიტ ფრედერიკსენმა განაცხადა, ამ გადაწყვეტილების მიღება მძიმე იყო, თუმცა უაღრესად მნიშვნელოვანი არა მხოლოდ დანიის მოსახლეობისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის.

ცნობილია, რომ უახლოეს მომავალში, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ჩართულობით ჩატარდება კვლევა, რომლის მიზანიც იქნება დადგინდეს, თუ როგორ ხვდება ვირუსი ცხოველიდან ადამიანში და უკვე ამის შემდეგ როგორ ინფიცირდება სხვა ადამიანი.

როგორც ქვეყნის პრემიერი ამბობს, სამწუხარო, თუმცა ადამიანების ჯანმრთელობისთვის უმნიშვნელოვანეს პროცესში ჩაერთვება დანიის პოლიცია და ჯარი, რომელიც გაანადგურებს ცხოველებს.

დანია მსოფლიოში წაულას ბეწვის ყველაზე მსხვილი ექსპორტიორია.

ამავე მიზეზით ცხოველების გარკვეული რაოდენობა უკვე განადგურდა ნიდერლანდებსა და ესპანეთში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები