LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ ძარცვავდნენ ოკუპანტები 2008 წლის ომის დროს ქართულ სოფლებს (ფოტოები)

3396
სამბეი

როგორ ძარცვავდნენ ოკუპანტები 2008 წლის ომის დროს ქართულ სოფლებს – ამ სათაურით ვრცელდება სოციალურ ქსელში ფოტოები, სადაც რუსი ჯარისკაცებია ასახულია.

ფოტოებზე ჩანს, თუ როგორ მიაქვთ მათ სხვადასხვა სახლიდან გამოტანილი საყოფაცხოვრებო ნივთები.

აგვისტოს ომიდან 11 წელი გავიდა. საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად დაიღუპა ასობით ადამიანი, 30 ათასამდე ჩვენი მოქალაქე კი საკუთარ სამშობლოში დევნილი გახდა.

ცხინვალის რეგიონის კონფლიქტის ზონაში ე.წ. ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევა 2008 წლის ივლისის ბოლოდან დაიწყო, აგვისტოს პირველივე დღეებიდან კი როკის გვირაბთან მობილიზებულები იყვნენ რუსეთის 58-ე არმიის ნაწილები.

8 აგვისტოდან დაიწყო ინტენსიური ბრძოლები საქართველოს შეიარაღებულ ძალებსა და რუსული რეგულარული არმიის ქვედანაყოფებს შორის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები