LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ დავზოგოთ ფული მოგზაურობის დროს – გამოცდილი ტურისტის რჩევები

159
FullSizeRender-28-1600x900

ამერიკელმა მოგზაურმა ბლოგერმა რეიმიმ, რომელიც უკვე 10 წელზე მეტია მსოფლიოს გარშემო აქტიურად დადის, მოგზაურობისას ფულის ეკონომიის ეფექტური მეთოდები დაასახელა.

პირველი, რასაც გამოცდილი ტურისტი ხაზს უსვამს, არის – ბილეთების ადრეული ჯავშნების მნიშვნელობა. მისი აზრით, სამგზავრო დოკუმენტების შეძენა გაფრენის თარიღამდე 21-60 დღით ადრეა სასურველი. „ამასთან არ დაგავიწყდეთ, რომ ჯავშანი პირდაპირ ავიაკომპანიის საიტზე გააკეთოთ, რათა დამატებით ხარჯებს აარიდოთ თავი.“ – აზუსტებს გოგონა.

მეორე – მოგზაური თავის არიდებას გვირჩევს იმ კაფე რესტორნებისთვის, რომლებიც დამსვენებელ ადგილობრივებშია პოპულარული. საკვებზე ეკონომიის გაკეთებისთვის უმჯობესია ისეთი დაწესებულებების არჩევა, რომელიც ტურისტული რაიონებიდან მინიმუმ 10 კვარტალითაა დაშორებული. გარდა ამისა, საზღვარგარეთ დასვენების დროს უმჯობესია უპირატესობა ნაღდ ფულს მიანიჭოთ, რამეთუ პლასტიკური ბარათის გამოყენებისას ტურისტებს კონვერტაციის ღირებულების და საბანკო პროცენტის დამატებაც მოუწევთ.

ამერიკელის მესამე რჩევაა, რომ დანიშნულების ადგილზე ჩასვლისას დაუყოვნებლივ ქვეითთა ექსკურსიისკენ გაემართოთ. მისი თქმით, ეს დაგეხმარებათ, სამომავლო მოგზაურობის მარშრუტი უკეთ გათვალოთ.

დაბოლოს, გახსოვდეთ, რომ ადამიანთა უმრავლესობა კეთილგანწყობილია. მათ იმავე სურთ, რაც თქვენ, ამიტომ მოექეცით ყველას პატივისცემითა და სიკეთით.

ეკონომიასა და დაუვიწყარ გამოცდილებასთან ერთად დიდი შანსია, რომ იპოვოთ მეგობრები, რომლებიც თქვენთან ცხოვრების ბოლომდე დარჩებიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები