LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„როგორ დავკარგოთ თავყვანისმცემელი 10 დღეში“ – რომანტიკული კომედიის რიმეიქის შინაარსი ცნობილია

378
ფილმი

რომანტიკული კომედიის მოყვარულებისთვის სასიხარულო ინფორმაცია – ფილმის – „როგორ დავკარგოთ თავყვანისმცემელი 10 დღეში“  ახალი, სატელევიზი ვერსია სულ მალე გამოვა. ამის შესახებ  Abcnews წერს.

ფილმში, რომელიც 2003 წელს გადაიღეს, მთავარ როლებს ქეით ჰადსონი და მეთიუ მაკკონაჰი ასრულებენ. ახლა კი ეს ფილმი სატელევიზიო სერიების სახეს მიიღებს. მას „პარამაუნთ ტელევიჟენი“ გადაიღებს.

პროექტის ავტორი გაი ბრანუმი ამ სასიხარულო ინფორმაციას ტვიტერის საკუთარ გვერდზე წერს: „ჩვენ ყველა ვფიქრობდით, რომ კარგი რომანტიკული კომედიის გადაღება უკვე შეუძლებელია, რადგან ბეჭდური მედია მოკვდა, რომანტიკული კომედიის ქალები კი ჟურნალებში მუშაობენ, მაგრამ ამის საპირისპიროდ „პარამაუნთმა“ მითხრა. რომ ფილმის ახალი ვერსია დამეწერა“.

ახალ პროექტში ახალგაზრდა ონლაინმედიის ჟურნალისტი და ძალიან სექსუალური სარეკლამო აგენტი ცდილობენ დაამტკიცნონ, რომ მათ შეუძლიათ მონოგამია. ისინი მალე აღმოაჩენენ, რომ ურთიერთობის შენარჩუნება იმაზე რთულია, ვიდრე ენდი ანდერსონს ეგონა.

რიგინალ სიუჟეთში კი ჰადსონის გმირი, ჟურნალის კორესპონდენტია, რომელსაც აქვს კაცი შეცდენის გეგმა. ისევე როგორ ყველა ძველი რომანტიკული კომედია, აქაც ფილმი მათი სიყვარულით მთავრდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები