ძილი საჭიროა ძალების აღსადგენად. მაგალითისთვის, ტვინის „გამწმენდი“ მუშაობა დემენციას აღკვეთს. წელიწადის ცივ პერიოდში მელატონინი (ძილის ჰორმონი) ცუდად გამოიყოფა. როგორ უნდა დავიძინოთ სწორად, ამაზე ნევროლოგები და რეფლექსოთერაპევტები საუბრობენ.
როდის და რამდენი უნდა ეძინოს ადამიანს?
უმჯობესია 23:00 საათზე დაძინება. ძილის ოპტიმალური ხანგრძლივობა 7-8 საათია.
როგორ პირობები უნდა იყოს ოთახში, სადაც გვძინავს?
ტემპერატურა დაახლოებით 20-22 გრადუსი. ჰაერი ჩახუთული არ უნდა იყოს, ტენიანობა დაახლოებით 30-45%. გათბობის ბატარეებთან სასურველია სველი პირსახოცების ჩამოკიდება.
შეიძლება თუ არა დამამშვიდებლების მიღება?
კი, თუ უკუჩვენება არ აქვს. წამლების გარდა თაფლიანი რძეც ხელს უწყობს მსუბუქ ძილს. თუმცა მაინც აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.
დაძინებამდე რამდენი ხნით ადრე უნდა შეიკავოს ადამიანმა თავი ჭამისგან?
2-3 საათით ადრე, თორემ ორგანიზმი ენერგიას საკვების გადამუშავებაზე დახარჯავს და არა აღდგენაზე.
როგორ უნდა გავიღვიძოთ?
მკვეთრად წამოხტომა არ არის საჭირო, ჯობს საწოლში რამდენიმე მოძრაობის გაკეთება. ადგომის შემდეგ საუზმემდე უმჯობესია ცოტაოდენი წყლის დალევა.