LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ დავძლიოთ სტრესი ხელოვნების დახმარებით – რჩევები არტ-თერაპევტისგან

106
Capture

ხელოვნებას მართლაც დიდი ძალა აქვს და ბევრი სპეციალისტი სტრესთან საბრძოლველად სწორედ არტ-თერაპიას იყენებს.
ვიზუალურ ხელოვნებას, მას ადამიანი თავად ქმნის თუ უბრალოდ აფასებს, ემოციური კმაყოფილების მოტანა შეუძლია. მისი მეშვეობით ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობის გაუმჯობესებაა შესაძლებელი.

არტ-თერაპიაში მთავარი – ემოციებია, ის გრძნობები რომელსაც ადამიანი შემოქმედების პროცესში განიცდის. თერაპიის დროს მნიშვნელოვანია ამ ემოციების ხმამაღლა თქმა, განხილვა. თერაპევტმა უნდა იცოდეს, თუ რას გრძნობს ადამიანი ამ დროს, რა ფიქრებს აღძრავს მასში ნახატის თუ სკულპტურის ესა თუ ის ნაწილი. ამ მეთოდით ისინი ადგენენ – რეალურად რა აღელვებს ადამიანს. პრობლემის იდენტიფიცირება მისი გადაჭრის გზისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია.

ფსიქოლოგთა ნაწილი არტ-თერაპიას ჯგუფებშიც ატარებს. ერთობლივი შემოქმედება და მისი განხილვა მონაწილეებს კომუნიკაციის უნარებს უვითარებს და თავის თავში ახალი შესაძლებლობების აღმოჩენის საშუალებას აძლევს.

სასურველი შედეგის მისაღებად ადამიანმა მისთვის ყველაზე სასიამოვნო ხელოვნების სახეობა უნდა შეარჩიოს. არჩევანი კი მართლაც დიდია, იქნება ეს ხატვა, ძერწვა, სკულპტურის შექმნა თუ სხვა.

არტ-თერაპიის დროს პროდუქტის შექმნა არ არის მთავარი, მთავარი ამ პროცესის დროს განკურნებაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები