კრიშტიანო რონალდომ მესის წიგნი აჩუქა: „პენალტი ჩაინიკებისთვის“.
სახელგანთქმულმა კარიკატურისტმა ომარ მომანიმ ახალი ნამუშევარი წარადგინა და მისი მოტივები ამჯერად ბუნებრივია მსოფლიო ჩემპიონატს ეხება.
მომანიმ ლიონელ მესის პერფომანსს დასცინა: ისლანდიასთან მატჩის 64-ე წუთზე არგენტინელმა პენალტი ვერ გაიტანა და შეხვედრაც ფრედ დასრულდა. კრიშტიანო რონალდომ კი ჰეთ-თრიკი გაიფორმა თვით ესპანეთთან მატჩში – აქედან ერთი პორტუგალიელმა სწორედ პენალტით შეაგდო.
კარიკატურაზე რონალდომ მესის წიგნი აჩუქა „პენალტი ჩაინიკებისთვის“.
მომდევნო მატჩი არგენტინას 21 ივნისს ხორვატიასთან უწევს. პორტუგალია კი 20 ივნისს მაროკოს შეხვდება.