LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ დავამყაროთ წესრიგი ბავშვთან ყვირილის და ჩხუბის გარეშე – თამარ გაგოშიძე

734
თამარ გაგოშიძე

ტელეკომპანია „იმედის“ რუბრიკაში, წესები მშობლებისთვის, ბავშვთა ნეიროფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე საუბრობს, თუ როგორ უნდა დავამყაროთ წესრიგი ბავშვთან ყვირილის და ჩხუბის გარეშე.

თამარ გაგოშიძე: ნუ ეტყვით ბავშვს, რომ უნდა იყოს პირველი და ყველას უნდა აჯობოს, ასეთი მოთხოვნა უარყოფითად აისახება მის ემოციურ სფეროსა და თვითშეფასებაზე

„6 წლამდე უნდა დასრულდეს პასუხისმგებლობა, ემოციის რეგულაცია. მასწავლებლები ახლა ბავშვებს ქცევის რეგულაციის პრობლემებით ამისამართებენ – კლასში ვერ ხერხდება ბავშვების ქცევის მართვა. ერთია, რომ ეს მასწავლებელმა არ იცის და მეორეა, რომ ბავშვებმა არ იციან თვითრეგულაცია, მათ ეს არავინ ასწავლა.

ბავშვს 2 წლიდან ჩარჩოებს ვუწესებთ – არანაირი ცემა-ტყეპა და ყვირილი, რომ არ იყვირო, რომ არ იჩხუბო და ბავშვიც დაამცირო.. 2 წლის ასაკში რომ ტირის მანამ, სანამ იმას არ მიიღებს, რაც უნდა, რომ არ მისცემ და არ იფიქრებ, რომ მას ნერვულ სისტემას უზიანებ, ბავშვი იმიტომაა, რომ იტიროს და შემდეგ თვითონ დაწყნარდეს, თუმცა აქ ერთი ნიუანსია – როდესაც ჩვენით მანიპულირებს, ამას არ მივყვებით, ეს არის ჩარჩო და ბავშვმა ეს ძალიან პატარა ასაკიდან უნდა დაიწყოს.

მეორეა ემოციური მხარდაჭერა – ემოციურად მისაწვდომი მშობელი უნდა არსებობდეს, როდესაც ბავშვი საბავშვო ბაღიდან მოდის, უნდა ჰკითხო: რას გრძნობს, რა ეწყინა, რა გაუხარდა“, – აღნიშნავს თამარ გაგოშიძე.

ვიდეო: „7 წლამდე ბავშვებისთვის აუცილებელია თამაში, ბევრი თამაში” – თამარ გაგოშიძის რჩევები მშობლებს

როგორ დავამყაროთ წესრიგი ბავშვთან ყვირილის და ჩხუბის გარეშე

როგორ დავამყაროთ წესრიგი ბავშვთან ყვირილის და ჩხუბის გარეშე – თამარ გაგოშიძე რუბრიკაში წესები მშობლებისთვის / Tsesebi Mshoblebistvis თიკა წერეთელთან ერთად » ინსტაგრამი: https://bit.ly/3a2FeOp 📝#თიკა_წერეთელი

Posted by იმედის დღე /Imedis Dge on ხუთშაბათი, 04 აპრილი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები