ჩინეთში, ცენტრალურის ჰუბეის პროვინციის ქალაქ უხანში სასწავლო პროცესი აღდგა. უხანი სწორედ ის ქალაქია, სადაც დეკემბრის თვეში, პირველად დაფიქსირდა და შემდეგ მთელს მსოფლიოში გავრცელდა კორონავირუსის ეპიდემია.
განათლების სისტემის წარმომადგენელთა განცხადებით, უხანში შეიმუშავეს სამეტაპიანი გეგმა, რათა დაეხმარონ სტუდენტებსა და მოსწავლეებს, გადაეწყონ საგანმანათლებლო სისტემაში ონლიან სწავლებიდან სტანდარტულ მექანიზმზე. მოსწავლეებს წვდომა ექნებათ ფსიქოლოგიური დახმარებაზეც, რათა ონლაინრეჟიმიდან სწავლის ტრადიციულ მეთოდებთან ადაპტაცია გაუმარტივდეთ.