dynamic-content-for-elementor
domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init
action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114better-wp-security
domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init
action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114შვებულების დასრულების შემდგომ, ადამიანთა გარკვეული ნაწილი სულაც არ გრძნობს თავს დასვენებულად და მხნედ. შესაძლოა სამსახურეობრივი რეჟიმის პირველ დღეებში გაღიზიანებამ და დაღლამაც იმატოს. გადაცემის “7 რჩევა ფსიქოლოგისგან” სტუმარია ფსიქოლოგი ნინო ახალაია.
როგორ ხასიათდება შვებულების შემდგომი პერიოდი?
შვებულების შემდგომი პერიოდში ადამიანებს ეზარებათ დილით ადგომა, აქვთ მომატებული სტრესი, გაღიზიანებადობა და ძილიანობა, მოწყენილობა, შეიძლება აგრესიულებიც გახდნენ. ეს და სხვა მსგავსი განცდები შვებულების შემდგომი სტრესის მანიშნებელია, რომელიც შესაძლოა დეპრესიაშიც კი გადაიზარდოს. აღსანიშნავია, რომ ძალიან მძიმეა არდადეგების შემდგომი პერიოდი მოზარდებისთვის. სკოლის მოსწავლეებს, რომლებსაც ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში თავისუფალი რეჟიმი ჰქონდათ, დროს თავიანთი ინტერესების მიხედვით ანაწილებდნენ და არა სასკოლო რეჟიმის მოთხოვნების მიხედვით, გარკვეული პერიოდი უჭირთ სასკოლო რეჟიმში ჩადგომა. ეს პერიოდი შეიძლება სომატურ ჩივილებშიც გამოიხატოს – ძილიანობა, თავის ტკივილი, უხასიათობა, ჭირვეულობა, პროტესტი სკოლის მიმართ და ა.შ.
აქვს თუ არა განვითარება ე.წ. შვებულების შემდგომ სინდრომს?
ეს სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული, როგორიცა შვებულებისთვის განკუთვნილი დღეების რაოდენობა. სტრესის აღმოცენებას ხელს უწყობს, როგორც ძალიან მოკლე, ისე ძალიან ხანგრძლივი დასვენება. დამოკიდებულია შვებულების სტილზე – როგორ ისვენებს ადამიანი, ასევე ტემპერამენტსა და ფსიქოტიპზე, ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობაზე, რა თქმა უნდა , ადამიანის სამსახურის ტიპზე , სამსახურეობრივ პოზიციაზე, სამუშაო გარემოსა და პირობებზე და საერთოდ, მთლიანობაში რამდენად უყვარს თავისი საქმე, რამდენად სწორად შერჩეული პროფესიით მუშაობს.
7 რჩევა ნინო ახალაიასგან:
გადაცემის ჩანაწერი: