გამტაცებლებმა Dodge Charger Hellcat-ი სალონიდან ხელით გამოიყვანეს. „CBS Detroit”-ის ინფორმაციით, შემთხვევა მიჩიგანის შტატში, ქალაქ ჰაილენდ-პარკში მოხდა. 2 გამტაცებელი სედანის სადილერო ცენტრში შეიჭრა და ბევრი მცდელობის მიუხედავად ავტომობილის დაქოქვა ვერ შეძლო. შესაბამისად, ერთადერთი გზა მისი ხელით გაყვანა იყო. გარეთ გასვლის შემდეგ კი ავტომობილს უკან სხვა ავტომობილით მიაწვნენ და დანაშაულის ადგილიდან სწორედ ასე მიიმალნენ.
აღსანიშნავია, რომ მთელი ეს პროცესი სალონში დაყენებულმა სათვალთვალო კამერებმა დეტალურად გადაიღეს და უკვე პოლიციასაც გადასცეს.
VIDEO-2: Not gone in :60 but :90. Thieves still a $75,000 @DodgeHellcat off the showroom floor in #HighlandPark. @WWJ950 @CBSDetroit pic.twitter.com/8FvDkgboJ5
— Vickie Thomas (@VickiethomasWWJ) January 24, 2017
VIDEO-3: The Getaway – Not gone in :60 but :90. Thieves still a $75,000 @DodgeHellcat off showroom floor. @WWJ950 @CBSDetroit pic.twitter.com/0vyZdG9Dzs
— Vickie Thomas (@VickiethomasWWJ) January 24, 2017