უკვე ვწერდით, რომ ქართველმა ფეხბურთელმა გურამ კაშიამ არნემის ”ვიტესს” 2020 წლამდე დაუკავშირა ბედი და მომდევნო 5 წელი ამ გუნდის კაპიტანიც იქნება. არნემელთა ოფიციალურ გვერდზე კონტრაქტის გაფორმების საზეიმო ცერემონიალის ფოტოები გამოჩნდა, რომლებიც ვფიქრობთ ქართველი გულშემატკივრებისთვისაც არ იქნება უინტერესო.