LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ ავირიდოთ თავიდან ასაკის მატებასთან ერთად კილოგრამების მომატება

168

უსამართლობაა, მაგრამ ფაქტია, რაც უფრო ასაკოვანია ქალი, მით უფრო სწრაფად „ეკრობა“ ზედმეტი კილოგრამები, მათგან განთავისუფლება კი, არც ისე მარტივია. თუმცა, არსებობს რამდენიმე წესი, რომელთა დაცვა 50 წლის ასაკშიც კი, შეგინარჩუნებთ იდეალურ ფორმას.

* 20 წელი – ფასტფუდი, ტკბილეული და პასიური ცხოვრების წესი ნაკლებად მოქმედებს ახალგაზრდა, ჯანმრთელი გოგონას ფიგურაზე, ჭარბი კილოგრამებისგან განთავისუფლება კი, სულ რამდენიმე დღეში შეიძლება. გამოსავალი – მიიღეთ ნატურალური, უშაქრო წვენები.

* 30 წელი – ამ ასაკში ქალის ფიგურას აშკარად ეტყობა ორსულობა და მშობიარობა, კომპიუტერთან გატარებული საათები და კუნთოვანი მასის ბუნებრივი ასაკობრივი შესუსტება ან დაკარგვა (ჩვეულებრივ, ზრდასრული ადამიანი 30 წლის შემდეგ, ყოველ 10 წელიწადში 3-დან 8%-მე კუნთოვან მასას კარგავს). გამოსავალი – მიანიჭეთ უპირატესობა ჯანსაღ საკვებს.

* 40 წელი – მენოპაუზის წინა პერიოდისთვის დამახასიათებელი პროგესტერონის და ესტროგენის მუდმივი ცვლილება ხშირად ხდება ჭარბი კილოგრამების დაგროვების მიზეზი. გამოსავალი – მეტი ივარჯიშეთ და შეზღუდეთ კალორიული საკვების მიღება.

* 50 წელი – ესტროგენის დაბალი დონე და პროგესტერონის შემცირება ასუსტებს ნივთიერებათა ცვლის პროცესს და იწვევს კრიტიკულ ადგილებში (თეძოებსა და მუცელზე) ცხიმების დაგროვებას. გამოსავალი – შეამცირეთ კალორიები, უარი თქვით ცხოველურ ცხიმებზე და მიირთვით დიდი რაოდენობით ბოსტნეული.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები