LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ ავიცილოთ ზედმეტი ხარჯები და პრობლემები ავარიის შემთხვევაში?

25

ავარიები საქართველოში აქტუალური თემაა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2016 წელს საქართველოში 6 939 რეგისტრირებული საგზაო სატრანსპორტო შემთხვევა მოხდა. შედეგად, 581 ადამიანი გარდაიცვალა და 9 951 დაშავდა.

სიცოცხლისა და ჯანმრთელობის შემდეგ, მნიშვნელოვანი საკითხია ზარალი, რომელსაც ავარია გაყენებთ.

მართალია, ჯობს ფრთხილად იაროთ, რათა ფატალური შემთხვევები არ მოხდეს, თუმცა რადგან ამისგან თავის დაზღვევა 100%–ით შეუძლებელია, “ფორტუნა” გთავაზობთ იურისტების რჩევებს, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ ამ დროს, რათა ზედმეტი პრობლემები და დანახარჯები თავიდან აიცილოთ.

საადვოკატო ბიურო OK & CG-ისადვოკატის, ანა გორდეზიანის განცხადებით  მოქალაქემ მნიშვნელოვანია 2 ფაქტორი გაითვალისწინოს, რათა თავიდან აიცილოს დამატებითი პრობლემები.

“პირველი, როცა ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, ადმინისტაციული სამართალდარღვევის ოქმი ფორმდება, მოქალაქეს შეუძლია გაასაჩივროს ოქმი და თავი არ ცნოს ბრალეულად. შესაბამისად, სასამართლოში შეგიძლია იდავოთ აღნიშნულ საკითხზე და იქმნება იმის ალბათობაც, რომ შესაძლოა, ზიანის ანაზღაურება საერთოდ არ მოგიწიოთ”, – განაცხადა ანა გორდეზიანმა.

მეორე ასევე ძალზე მნიშვნელოვანი ფაქტორი დგება მაშინ, როდესაც პირი ბრალეულობას ცნობს, მაგრამ ზიანის ოდენობას არ ეთანხმება.

“როგორც წესი, თუ მანქანა დაზღვეულია, სადაზღვევო კომპანია თავის კალკულაციას ადგენს, სადაც უმეტეს შემთხვევაში გაზრდილი თანხა აქვს მითითებული. სადაზღვევო კომპანია დომინანტური კომპანიებისგან ყიდულობს მანქანის ნაწილებს, რაც საბაზრო ღირებულებას ბევრად აღემატება. გაზრდილი კალკულაცია კი მოთხოვნის სახით ბრალეულ მხარეს წარედგინება, იმისათვის რომ ზიანი აანაზღუროს. ამ შემთხვევისთვის აუცილებელია ალტერნეტიული ექსპეტიზის დასკვნის არსებობა, რაც მოქალაქეს ზედმეტი ხარჯის გაღებისგან დაიცავს.” – განაცხადა ანა გორდეზიანმა.

ამ შემთხვევაში, ინდივიდუალური ესპერტიზა იქნება თქვენი მტკიცებულება იმისა, რომ ზარალის რეალური ღირებულება აანაზღაუროთ.