LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ ავიცილოთ თავიდან ინტერნეტ მაღაზიების რისკები და თაღლითობა

258
online-shopping

ცნობილი ბრენდების სამოსის, აქსესუარების ან სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთების შეძენა ონლაინ მაღაზიების მეშვეობით მსოფლიოში პოპულარული მეთოდია. თუმცა ონლაინ შოპინგის მომხმარებელი შესაძლოა გარკვეული რისკების ქვეშაა და ის შესაძლებელია თაღლითობის მსხვერპლიც გახდეს.

სოციალურ ქსელებში შექმნილი ყალბი გვერდებისა და სხვა უცხოური საიტებით მოტყუებული ადამიანების რიცხვი დღითიდღე იზრდება. მათი დიდი ნაწილი თანხას წინასწარ იხდის, საბოლოოდ კი არც გამოწერილი ან შეკვეთილი ნივთი ჩამოსდით და არც თანხა უბრუნდებათ. კარგ შემთხვევაში, ჩამოსული ნივთი შეკვეთილი ნივთისგან რადიკალურად განსხვავებულია. საქართველოში მსგავსი პრობლემით არაერთი მომხმარებელია, რომლებიც თავიანთ პრობლემას სხვადასხვა გვერდებზე და ჯგუფებში საჯაროდ გამოხატავენ.

განსაკუთრებით პანდემიის პირობებში დისტანციური ვაჭრობის და ონლაინ მაღაზიების მოთხოვნამ საგრძნობლად იმატა.

იმისთვის რომ ონლაინ თაღლითებისგან ნაწილობრივ მაინც დავიცვათ თავი, ამისთვის საჭიროა:

  1. გავეცნოთ მომსახურების პირობებს (მყიდველის  და გამყიდველის უფლებებს);
  2. დავაკვირდეთ საიტის თუ გვერდის მომხმარებლის შეფასებას, ვნახოთ მათი რეიტინგები და თვალი გადავავლოთ არსებულ გვერდზე, მომხმარებლის დატოვებულ კომენტარებს და რეაქციებს. სადაც ხშირ შემთხვევაში კმაყოფილი და უკმაყოფილო მომხმარებლის აზრია დაფიქსირებული;

3. კარგი იქნება თუ ამომწურავად მოვიძიებთ ამა თუ იმ მაღაზიის საკონტაქტო ინფორმაციას, იმისთვის, რომ რაიმე გაურკვევლობის შემთხვევაში  მარტივად იქნეს იდენტიფიცირებული რომელიმე მაღაზია. ამისთვის მოვიძიოთ მფლობელის ან ადმინისტრატორის ვინაობა, მაღაზიის მისამართი, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი;

4. ასევე ყურადღება მივაქციოთ საგარანტიო პირობებს, ვნახოთ თუ რას გვთავაზობს მაღაზია და რამდენად არის ის საკუთარ ნივთზე პასუხისმგებელი. წუნის აღმოჩენის შემთხვევაში პასუხისმგებელია თუ არა გამყიდველი და რა პირობებით შეძლებთ ნივთის შეკეთებას გადაცვლას თუ დაბრუნებას;

  1. თქვენივე უსაფრთხოებისთვის უკეთესია თუ თქვენს სამომხმარებლო ბარათს არ მივუთითებთ, მივამაგრებთ გადახდის ანგარიშებში და თანხას ბანკიდან ან ჩასარიცხი აპარატიდან გადავრიცხავთ. ამით დაზღვეული ვიქნებით სამომავლოდ იმ თაღლითებისგან, რომლებიც დრო და დრო შესაძლოა ბარათიდან გარკვეულ თანხას გპარავდეთ;
  2. ყურადღებაა მისაქცევი ასევე, აქციებსა და ფასდაკლებებზე. გადავამოწმოთ ნებისმიერი ნივთის თავდაპრველი ღირებულება და შევადაროთ მიმდინარე ფასს.

 

დაბოლოს, თუ კი ამ ყველაფრის მიუხედავად, მაინც იმედგაცრუებული და მოტყუებული აღმოჩნდით, მიმართეთ შესაბამის სამსახურებს, რადგან პრობლემა დროულად იყოს მოგვარებული და რაც შეიძლება ნაკლები ადამიანი გახდეს თაღლითური სქემის  მსხვერპლი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები