LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ ავარჩიოთ პირბადე და კონკრეტულად რა უნდა ვიცოდეთ მისი შეძენისას

121
117312902-727643431357369-189579656124451714-n

ინტერნეტ მაღაზია „higiena.ge” 2020 წელს დაარსდა და კომპანიის დაარსება ახალი კორონა ვირუსის პანდემიას უკავშირდება. მოგეხსენებათ, მსოფლიო ჯან. დაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციით , საქართველოს მთავრობამ შემოიღო რეგულაციები და დაწესებულებებს რეგულაციების შესაბამისად დაევალათ მუშაობა. პირველ ეტაპზე, ბაზარზე კრიზისული სიტუაცია შეიქმნა და დიდ პრობლემას წარმოადგენდა პირბადეებისა თუ სადეზინფექციო სითხეების საკმარისი რაოდენობით მოძიება. სწორედ ამგვარი პრობლემების აღმოსაფხვრელად შეიქმნა ინტერნეტ მაღაზია “ჰიგიენა.ჯი

“ჰიგიენა.ჯის” გუნდი თანამშრომლობს ყველა ძირითად მწარმოებელსა თუ შემომტან კომპანიასთან და გააჩნიათ ფართო არჩევანი, ხარისხისა და ფასის გათვალისწინებით, რითაც საშუალებას აძლევენ მომხმარებლებს შეარჩიონ კონკრეტულად მათთვის სასურველი პროდუქტი.

კომპანია ჰიგიენური პროდუქციის ბაზარზე ყველაზე ფართო ასორტიმენტით არის წარმოდგენილი, როგორიცაა:
დეზობარიერები
თერმომეტრები
უკონტაქტო დისპენსერები
სადეზინფექციო ხსნარები
პირბადეები
ხელთათმანები
საინფორმაციო სტიკერები
სხვა აქსესუარები

კომპანია „ჰიგიენა.ჯი“ გთავაზობთ მაღალი ხარისხის პროდუქტს ყველაზე მისაღებ ფასად. ჩვენი გუნდის მიზანია ფეხი აუწყოს საბაზრო მოთხოვნებს, იზრუნოს ხარისხზე, მომხმარებელთა კმაყოფილებასა და უსაფრთხოებაზე, – აცხადებენ კომპანიაში.

მათი თქმით, დღეისთვის ყველაზე მეტად მოთხოვნადი პროდუქტი პირბადე და სადეზინფექციო ხსნარებია.

დღეისათვის ყველა რეკომენდაციას უწევს პირბადეს და არა რესპირატორს. რესპირატორისგან განსხვავებით პირბადე იძლევა, როგორც საკუთარი თავის დაცვის, ასევე სხვების დაცვის საშუალებას, მაშინ როდესაც რესპირატორი მხოლოდ სუბიექტის მაღალი დაცვის გარანტიაა, თუმცა თუ რესპირატორის მქონე პიროვნება დაავადებულია, მან შეიძლება დაავადოს გარშემომყოფები. აღსანიშნავია ისიც, რომ რესპირატორები პირბადეებთან შედარებით, რამდენჯერმე ძვირი ღირს.

თავის მხრივ, არსებობს რამდენიმე სახის პირბადე – ერთშრიანი, ორშრიანი და სამშრიანი.

ამ დროისთვის ყველაზე მიზანშეზონილი სწორედ სამშრიანი პირბადეა, რომელშიც შუა ფენა ახდენს გამტარის ფუნქციას, რაც გულიხსმობს, ვირუსის შეფერხებას. გარე და შიდა ფენები კი ვირუსის შეფრქვევის ან გამოფრქვევისთვის ერთგვარ დამატებით ბარიერს ქმნის. ასევე მნიშნელოვანია პირბადეს გააჩნდეს ფიქსატორი, რომელიც იქნება დრეკადი და მოახდენს სახეზე პირბადის სწორ ფიქსაციას.
რაც შეეხება ხელნაკეთ, მრავალჯერადი გამოყენების პირბადეებს, შესაძლოა ასეთი პირბადეები ვიზუალურად უკეთ გამპოიყურბა, თუმცა მათი გამპყენება არაეფექტურია და ხშირად, პირიქით-ახდენს არა მხოლოდ ვირუსების, არამედ სხვა ბაქტერიების დალექვას და შემდგომში ისევ ორგანიზმში მოხვედრას.

სწორად ამიტომ მკაცრად არის განსაზღვრული რომ პირბადის გამოყენების ეფექტურობა და ვარგისიანობა არ აღემატება 4 საათს.

პანდემიის საწყსი ეტაპზე, საქართველოში წარმოდგენილი იყო იმპორტირებული პროდუქტი, თუმცა დღესდღეობით გვხვდება, როგორც იმპორტირებული, ასვე ადგილობრივი წარმოების პირბადეები. აქვე ხაზგასმით გვინდა ავღნიშნოთ, რომ უცხოური ერთჯერადი პირბადეების მსგავსად, ქართული წარმოების პირბადეებიც უმაღლესი ხარისხისაა და მთლიანად პასუხობს დადგენილ მოთხოვნებს“-განმარტავენ კომპანიაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები