LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ ართმევს თავს ნუკა კვალიაშვილი დამხმარე ქალის გარეშე 3 შვილის გაზრდას: „დილის 9 საათიდან ღამის 12 საათამდე, მთლიანობაში, 30 წუთი თუ გამომდის დაჯდომა…“

1236
ნუკა კვალიაშვილი ქმართან ერთად

მომღერალი ნუკა კვალიაშვილი ჟურნალ „თბილისელების“ კითხვას პასუხობს იმის შესახებ, თუ როგორია, იყო 3 შვილის დედა.

რთულია, იყო სამი შვილის დედა და თან, დამხმარის გარეშე ზრდიდე. როგორ ართმევ თავს და მეუღლე თუ გეხმარება?

ზოგადად, ბავშვების ყოლა ძალიან საპასუხისმგებლო საქმეა, რაც ძალიან დიდ ენერგიას, გამძლეობასა და მუშაობას მოითხოვს. ძალიან რთულია, მაგრამ რთული და ძალიან სასიამოვნოდ რთული განსხვავდება. მე მარტო არ ვარ, მე და ჩემი მეუღლე რაც საჭიროა, ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენი შვილებისთვის. ვასწავლით, რომ ჰაერიდან არაფერი მოდის და ყველაფერს დამსახურება და შრომა სჭირდება, ანუ იმის თქმა მინდა, რომ განებივრებასაც თავისი ოქროს შუალედი აქვს.

მიუხედავად ბევრი საქმისა, თავის მოვლას ახერხებ…

ძალიან დიდი ენერგიის პატრონი ვარ. დიასახლისიც ვარ, თან ვმუშაობ, პარალელურად თავსაც ვუვლი და თუ დამატებითი გამოწვევაა, ისიც ბოლომდე მიმყავს.

ყველაფრის მიუხედავად, დასვენებაც ხომ საჭიროა? როგორ იწყობ განტვირთვის დღეებს საყვარელ ადამიანთან ერთად?

განტვირთვის დღეები მე და ჩემს მეუღლეს იშვიათად გვაქვს. სამი ბავშვია სახლში და ფიზიკურად დროის უქონლობის გამო მთვარის შუქზე, პიკნიკებზე ვერ ვსხდებით. ჩვენი განტვირთვაა, როცა ღამე დგება და ვცდილობთ, სიმშვიდეს ყური შევაჩვიოთ (იცინის). დილიდან დაღამებამდე ჩემი რუტინა რომ ჩამოვწერო, იმდენ საქმეს ვაკეთებ კონკრეტულად სახლში, მაშინაც კი როდესაც სამსახური მაქვს, ერთი წიგნი ვერ დაიტევს. მიყვარს სახლის საქმეს თვითონ რომ ვაკეთებ, დახმარებაზე, გარდა ჭურჭლის გარეცხვისა, ძირითადად, უარს ვამბობ. მგონია, რომ ჩემნაირად ვერავინ დაალაგებს, ვერ გაფენს, ვერ დაკეცავს, ვერ გახეხავს და ასე შემდეგ. დილის 9 საათიდან ღამის 12 საათამდე, მთლიანობაში, 30 წუთი თუ გამომდის დაჯდომა და დასვენება, ისიც იმიტომ რომ ან სარეცხის მანქანას ველოდები, რომ დაასრულოს გაწურვა ან სხვა რამ ხდება, მაგალითად, წყალი წავიდა, შუქი გაითიშა და ასე შემდეგ.

ესე იგი, ყველაზე მშვიდად ღამე გრძნობ თავს, როცა ბავშვებს აძინებ და დასვენებისა და ფიქრის საშუალება გეძლევა?

კი, ნამდვილად ასეა. არამარტო მე, ჩემი მეუღლეც მაგ დროს ისვენებს. მერე დრო მალე გადის, გვათენდება და მეორე დღეს ვნანობთ, რომ ღამე არ დავიძინეთ.

ვიდეო: “მამაჩემს მამას ვეძახი, თუმცა ეს სიტყვა ყურში უცნაურად მხვდება, რადგან ჩემს ცხოვრებაში, როგორც პერსონაჟი არ ყოფილა” – ნუკა კვალიაშვილი

ვიდეო: “დედაჩემი ხან ერთ მეგობართან რჩება და ხან მეორესთან…” – ნუკა კვალიაშვილი

„25 წუთის მანძილზე ხელოვნურ სუნთქვაზე ჰყავდათ, მაგრამ გული ვერ აუმუშავეს.. გთხოვთ, მიაქციეთ შვილებს იმაზე მეტად ყურადღება ვიდრე აქამდე, ქვეყანაში ავადმყოფები დადიან“ – ნუკა კვალიაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები