LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“როგორ არ უნდა დავწერო იმ 23 წლის სტუდენტზე, რომელიც სხვების გადარჩენისთვის 24 საათი და ხშირად 48 საათი მუშაობს?! პარალელურ რეჟიმში ონლაინ – ლექციებსაც უსმენს და გამოცდებსაც აბარებს…”

37232
BeFunky-collage (28)

ჟურნალისტი დეა მამისეიშვილი კოვიდთან მებრძოლ 23 წლის სტუდენტზე წერს სოციალურ ქსელში.

როგორც დეა აღნიშნავს, მის მეგობარს არასდროს უყვარს საკუთარ თავზე საუბარი, მაგრამ არ შეიძლება საზოგადოება ამ ადამიანს არ იცნობდეს.

“ამ ყველაფერს რომ ვწერ, ვიცი, გამიბრაზდება.

არასოდეს უყვარს საკუთარ თავზე საუბარი. სულ უხერხულობს, როცა ვინმე შეაქებს. პასუხი მოკლე აქვს: ,,არაფერი განსაკუთრებული, ჩემი სამსახურია!“

არადა, რასაც აკეთებს – ნებისმიერ სამსახურზე მეტია. თან როცა ეს ,,სამსახური“ თბილისის 3 სხვადასხვა კლინიკაშია, გადაბმული სმენები, კოვიდცენტრები და რეანიმაციული განყოფილება – დღე და ღამე იბრძვის 23 წლის სტუდენტი სხვა სიცოცხლეების გადასარჩენად. კვირის განმავლობაში მხოლოდ ერთი დღე ისვენებს და მაშინაც არასრულფასოვნად… თუ ვინმე ნაცნობ-ახლობელს რაიმე უჭირს, ერთი ზარიც კი საკმარისია ბაიკოსთან და გამოუძინებელი მასთან გარბის…

მერე ისევ სამსახურები, ისევ ,,კოვიდთან“ ბრძოლა ეწყება, უძილო სმენები, რთული პაციენტები და სახლში მხოლოდ გამოსაცვლელად მისვლა. უნიფორმაც განსხვავებული ყველასგან – მუქ ლურჯ თუ რუხ შარვალსა და ზედაში, აუცილებლად თეთრი მაისური უნდა უჩანდეს… არ ვიცი, იმდენი რამის თქმა მინდა, ისე მინდა გაგაცნოთ ჩემი მეგობარი, როგორც არასდროს არავინ!
გუშინაც გვერდით მყავდა, წინა ღამის ნაბრძოლი, რთული მორიგეობის მერე, ვიდრე მომდევნო სმენა დაეწყებოდა – გვერდით მეჯდა, ,,ფაიზერით“ აცრის მერე, ჩემს ემოციებს აკონტროლებდა, პულს მისინჯავდა და მშვიდი ტონით მიხსნიდა, რომ ყველაფერი კარგად ჩაივლიდა… ხოლმე მისი ენერგიულობა, დაუღალავი შრომა და გასწორებული დღე-ღამეები, პაციენტების რთული ისტორიებით, მე მაშინებს… ბაიკოს არასოდეს! ,,ბევრ“ სამსახურშიც იმიტომ არ მუშაობს, რომ ,,ხელფასები“ ჭირდება.

თავისუფლად შეეძლო, სხვა თანაკურსელებივით მხოლოდ ესწავლა, მერე დარჩენილი დრო მეგობრებთან გაეტარებინა, სტუდენტობა შეერგო – არა, მისთვის მთავარი ადამიანების გადარჩენაა – ამიტომაც არის რეანიმაციულ ბლოკში. მისთვის მთავარი – შეუძლებელის შეძლებაა და დღეს, მსოფლიოს მედიკოსები რომ უხილავ მტერს – ,,კოვიდს“ ებრძვიან, პლანეტის ერთ წერტილში ჩემი მეგობარიც ამ ბრძოლის წინა ხაზზეა!

როგორ არ უნდა დავწერო იმ 23 წლის სტუდენტზე, რომელმაც ყველაფერი გვერდით გადადო და სხვების გადარჩენისთვის 24 საათი და ხშირად 48 საათი მუშაობს?! პარალელურ რეჟიმში ონლაინ – ლექციებსაც უსმენს და გამოცდებსაც აბარებს…

ასეთი მეგობარი მყავს და როგორ არ უნდა ვიამაყო?! ❤️”,- წერს დეა მამისეიშვილი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები