როგორ არ გადავიხადოთ ბარგში ზედმეტი ფული – ბრიტანელმა მამაკაცმა საინტერესო ხერხი მოიფიქრა. 30 წლის ლი სემინოს ფრენა ხშირად უწევს, ბარგში დამატებითი თანხის გადახდა კი დიდი დისკომფორტია. ეს განსაკუთრებით დაბალ ბიუჯეტიან ავიაგადამზიდებს ეხებათ, რადგან ბარგის პოლიტიკა ყველაზე მკაცრად სწორედ მათ აქვთ. ამიტომ, ბრიტანელმა მგზავრმა მოიფიქრა მეთოდი, რომლის დახმარებითაც მთელი შვებულების სამოსს პალტოს შიგნით, ერთობ კომფორტულად ათავსებს. უფრო ზუსტად კი ლიმ შექმნა სუპერ-მოსაცმელი რომელიც საწყობად ტრანსფორმირდება და დიდი რაოდენობით ტანსაცმელსა თუ ფეხსაცმელს იტევს. ამასთან, მოგზაური იმაშიცაა დარწმუნებული რომ უცნაურად არ გამოიყურება და დიდად ყურადღებასაც არ იქცევს ხოლმე.