LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ ამოვიცნოთ ტირანი ურთიერთობაში და მის „მახეში“ არ გავებათ?

204
scale-1200

ტირანის ერთი შეხედვით ამოცნობა ძალიან რთულია, რადგან მასთან კომუნიკაცია შესაძლოა ძალიან მიმზიდველიც იყოს. როგორც წესი, ისინი მზრუნველები, ყურადღებიანები არიან, რაც სინამდვილეში კონტროლის მოპოვების ფარული გზაა.

ასეთი ადამიანების კომუნიკაციის სქემა საკმაოდ მარტივია: თავიდან ისინი კეთილგანწყობას მოიპოვებენ, ნდობით განგაწყობენ და მხოლოდ ამის შემდეგ იწყებენ კრიტიკასა და შეურაცხყოფას, რამეთუ „მსხვერპლი“ იდეალისგან ძალიან შორსაა.

უნდა იცოდეთ ერთი ფაქტი, ტირანს თავს ვერ მოაწონებთ! ფსიქოლოგიურ მოძალადეს გვერდით იდეალური ადამიანი არ სჭირდება.
ტოქსიკური ურთიერთობების შესამცირებლად რამდენიმე წესი გაითვალისწინეთ:

1. გაზარდეთ თქვენში „ჯანსაღი ეგოიზმი“ და გაიაზრეთ, რომ შეუძლებელია ყველას მოსწონდეთ.

2. მოძალადის იგნორირება უნდა ისწავლოთ. თუკი ფსიქოლოგიური მანიპულაცია თქვენზე აღარ იმოქმედებს, მისთვის დაცინვა უინტერესო გახდება.

3. ისწავლეთ დამოუკიდებლობა. ტირანი ყველაფერს გააკეთებს, რომ თავისი გავლენის ქვეშ მოგაქციოთ.

4. სამსახურებრივ ურთიერთობებშიც ისწავლეთ საკუთარ თავზე ფიქრი და ზრუნვა. თუკი თქვენი კოლეგა ან უფროსი ტირანია და სამსახურებრივ უფლებამოსილებას ცუდად იყენებს – ყურადღება არ მიაქციოთ. არ შემოუშვათ ის თქვენს პირად ცხოვრებაში. იმუშავეთ იმდენი რამდენიც მოგეთხოვებათ და თქვენი შეფის გასახარებლად ზედმეტი არაფერი გააკეთოთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები