ამერიკის შეერთებულ შტატების პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ შობის დღესასწაული ფლორიდაში, აგარაკზე აღნიშნეს. საშობაო მსახურებას დონალდ და მელანია ტრამპები პალმბიჩზე მდებარე საოჯახო ეკლესიაში დაესწრნენ.
მანამდე ტრამპმა შობა აშშ-ის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს ტელეხიდის საშუალებით მიულოცა. სამხედროებთან საუბრის დროს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა განაცხადა, რომ პირველ ლედის საშობაოდ „ლამაზ მისალოც ბარათს“ აჩუქებს.
.
საუბარი შეეხებო ჩრდილოეთ კორეის საკითხსაც.
“იმედი აქვს, რომ ფხენიანისგან საშობაოდ ბალისტიკური რაკეტების ნაცვლად, ლამაზ ვაზას მივიღებ საჩუქრად,“ – აღნიშნა ტრამპმა.
მას წლის მიღწევებიც არ გამორჩენია. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, მისი „ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიღწევა პოლიტიკური მტრების დამარცხება იქნება.“
ცნობილია, რომ ტრამპები საშობაო შვებულებას მარ ა ლაგოს რეზიდენციაში გაატარებენ.