LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ აღნიშნავენ საქართველოში მამების დღეს [ვიდეო]

დღეს საქართველოში მამების დღე აღინიშნება. მეგობრულებს და შვილებისთვის „სუპერგმირებს“ დღეს ბავშვები სხვადასხვა ფორმით ულოცავენ. სკოლებსა და საბავშვო ბაღებში სპეციალური ღონისძიებები ეწყობა, სადაც პატარები მამიკოებს უმღერიან, ლექსებს უკითხავენ და სპექტაკლებს დგამენ. ასევე, იმართება არა ერთი ღონისძიება, სხვადასხვა გასართობი აქტივობა და თემატური წვეულებები.

დღესასწაული არა ერთ ქვეყანაში წლებია აღინიშნება, საქართველომ კი ეს თარიღი მხოლოდ სამი წელია, რაც დააწესა. მამები სიყვარულზე ბევრს არ საუბრობენ, თუმცა მათი ყურადღება და მზრუნველობა „ფორტუნას“ ობიექტივს არ გამოპარვია.

 

თათია კაკიაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები