პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ფართის გადაცემის ბრალდებით დაკავებული და შემდეგ გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებული, როენა ხუცურაული სექტემბერში მიუსაფართა თავშესაფარს ხსნის. ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ მისმა ადვოკატმა არჩილ დვალიშვილმა განუცხადა.
„სასტუმრო ამ დროისთვის არ ფუნქციონირებს. ქალბატონი როენა სტატუსის შეცვლასთან დაკავშირებით მუშაობს. გარკვეული დოკუმენტაციის მომზადება მიმდინარეობს, რომელსაც ზაფხულის პერიოდში მოაგვარებს და სექტემბერში სავარაუდოდ უკვე გაიხსნება თავშესაფარი. რაც შეეხება ქალბატონ როენას, მკურნალობის კურს გადის და თავს უკეთ გრძნობს“, – განაცხადა “პრაიმტაიმთან” არჩილ დვალიშვილმა.
შეგახსენებთ, პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ფართის გადაცემის ბრალდებით დაკავებული როენა ხუცურაული ამბობდა, რომ მას სასტუმრო “მამიდაში” მოხუცთა თავშესაფრისა და “კათარზისის” გახსნა უნდოდა.
"მოინანიეს დანაშაული"
„მამიდა“ თავისუფალია: ხუცურაულმა გირაო გადაიხადა და საპატიმრო დატოვა
შესაბამისად, როენა ხუცურაული წაყენებულ ბრალში თავს უდანაშაულოდ ცნობდა. ადვოკატი კი აცხადებდა, რომ მისთვის 40 000 ლარიანი გირაოს შეფარდება მიზანშეწონილი იყო.