Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
როდის უნდა უთხრას პლასტიკურმა ქირურგმა ჩარევაზე უარი პაციენტს – სილამაზის აკადემია – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როდის უნდა უთხრას პლასტიკურმა ქირურგმა ჩარევაზე უარი პაციენტს – სილამაზის აკადემია

642
ლაშა-ოსეფაიშვილი

როდის უნდა უთხრას პლასტიკურმა ქირურგმა ჩარევაზე უარი პაციენტს – ამ თემაზე გადაცემაში „სილამაზის აკადემია“ ლაშა ოსეფაიშვილმა ისაუბრა. 

რამდენად აქცევთ ყურადღებას პაციენტის ფსიქოლოგიურ მზაობას ოპერაციის წინ?

ჩვენი მოვალეობა პაციენტის ფსიქოლოგიური სტატუსის შეფასება ბუნებრივია არ არის. მაგრამ ჩვენ უნდა მივხვდეთ რამდენად მზად არის პაციენტი და მისი ფსიქო-ემოციური სტატუსი რამდენად მიიღებს ჩარევას. ასევე გასათვალისწინებელია, რამდენად შეესაბამება პაციენტის მოლოდინი შედეგს. 

ძირითადი პრობლემა სახის მიდამოს უკავშირდება. როცა პაციენტს აქვს საკუთარი თავის მიუღებლობა, ეს აისახება მის ყოველდღიურ ცხოვრებაზე. 

არის თუ არა შემთხვევები, როცა პაციენტს სურს დაემსგავსოს სხვა პიროვნებას, ცნობილ სახეს?

უნდა ითქვას, რომ ეს სულ უფრო ხშირდება. ხშირად არის შემთხვევები, როცა კონკრეტული ადამიანის ფოტოებით მოდიან პაციენტები, რაც იძლევა იმის საფუძველს, რომ პაციენტს უარი უნდა ვუთხრათ.