Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
როდის შევუთანხმდით, რომ 2020 წელს პროპორციულ არჩევნებზე გადასვლა შედგებოდა – უმრავლესობის დეპუტატი – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როდის შევუთანხმდით, რომ 2020 წელს პროპორციულ არჩევნებზე გადასვლა შედგებოდა – უმრავლესობის დეპუტატი

87
20171201134707

პარლამენტში,  დიმიტრი ხუნდაძის სამუშაო კაბინეტში, მაჟორიტარი დეპუტატების შეხვედრა გაიმართა. დეპუტატებმა დიმიტრი ხუნდაძის ინიციატივა განიხილეს, რომელიც არჩევნების სრულად მაჟორიტარული სისტემით ჩატარებას გულისხმობს. შეხვედრას ხუთი მაჟორიტარი დაესწრო: დასრულების შემდეგ კი მათ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხეს. უმრავლესობის დეპუტატმა კობა ლურსმანაშვილმა აღნიშნა, რომ თუ ამომრჩველი რამით უკმაყოფილოა, საარჩევნო ყუთთან უნდა გააკეთონ საკუთარი არჩევანი.

“მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლა, ჩვენი მაჟორიტარების გარკვეული ნაწილის ინიციატივაა. ამ ეტაპზე, არა აქვს არსებითი მნიშვნელობა მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლას დეპუტატთა შორის რამდენი მხარდაჭერი ეყოლება. იმდენი იქნება, რამდენიც ინიციატივის დასარეგისტრირებლად გახდება საჭირო. ეს არ იქნება მხოლოდ მაჟორიტართა გარკვეული ნაწილის ინტერესებიდან გამომდინარე, რადგან მიგვაჩნია, რომ ამ იდეას ჩვენი ქართველი ხალხის მხარდაჭერა სჭირდება. თუკი მოსახლეობის მხარდაჭერა გვექნება და დარწმუნებული ვარ, რომ ასეც იქნება, ჩვენ ამომრჩევლების ინტერესების შესაბამისად ვიმოქმედებთ.

არ არის სავალდებულო მხოლოდ დეპუტატებმა დაუჭირონ მხარი. ეს შეიძლება საქართველოს მოქალაქეებმაც წარადგინონ. ინიციატივის დარეგისტრირების უფლება 200 000-ზე მეტ ამომრჩეველს აქვს და მიმაჩნია, რომ დღეს ჩვენს ქვეყანაში ამ იდეას ამ რაოდენობის მხარდამჭერი ჰყავს. ბევრ მაჟორიტარულ ოლქში, მოსახლეობის მოთხოვნაა, რომ მაჟორიტარული სისტემა არსებობდეს, რათა იცოდნენ, ვის აძლევენ ხმას.

საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო განხილვების დროს, რომელიც 2024 წელს პროპორციულ სისტემაზე გადასვლას გულისხმობდა, მე და საპარლამენტო უმრავლესობამ მხარი დავუჭირეთ. ამ იდეის მხარდამჭერი იყო და დღემდე რჩება ბიძინა ივანიშვილი, ეს დაპირება “ქართულმა ოცნებამ” შეასრულა.

დღეს, როდესაც ოპოზიცია საუბრობს, რომ ქართულმა ოცნებამ და მისმა ლიდერმა ხალხი „გადააგდო“, მაინტერესებს, სად, როდის, რა პირობებში მოხდა მათი მმართველ გუნდთან შეთანხმება, რომ 2020 წელს პროპორციულ არჩევნებზე გადასვლა სრულად შედგებოდა. ასეთი რამ არ მახსენდება. ხოლო საჯარო განცხადება საზოგადოების მიმართ გაკეთდა და თუკი საზოგადოება უკმაყოფილოა, რომ ეს გადაწვყეტილება სისრულეში ვერ მოვიდა და სხვადასხვა მიზეზების გამო  ჩავარდა, ამომრჩეველი საარჩევნო ყუთთან გამოხატავს არჩევანს.

ვიმეორებ, ივანიშვილის განცხადება საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, საზოგადოების მიმართ გაკეთდა და არა პოლიტიკური პარტიების მიმართ. იმ ადამიანებმა, რომლებიც პარლამენტის აღებას შტურმით აპირებდნენ და  რომლებიც პარლამენტში მანდატების მიღებას არა არჩევნებით, არამედ არეულობით გეგმავენ, საზოგადოებას განუმარტონ, სად არის ეს შეთანხმება დადებული“ – განაცხადა კობა ლურსმანაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები