LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როდის შეასრულებს Air France პარიზიდან თბილისისკენ პირველ რეისს უკვე ცნობილია

une_actu0928_787

ევროპული ავიაკომპანია Air France თბილისის მიმართულებით ოპერირებას 2019 წლის 31 მარტიდან დაიწყებს. Air France პარიზი-თბილისი-პარიზის საჰაერო ხაზზე კვირაში ორი სიხშირით, ყოველ ოთხშაბათსა და კვირას,  ეარბას A 320 ტიპის საჰაერო ხომალდით იფრენს.

თბილისის მიმართულებით რეისები შარლ დე გოლის საერთაშორისო აეროპორტიდან განხორციელდება.

ცნობისთვის, Air France  მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი და უძველესი ავიაკომპანიაა, რომელიც 1933 წლის 7 დეკემბერს დაფუძნდა და დღემდე 200 მეტი მიმართულებით წარმატებით ოპერირებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები