LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როდის მოიხსნება რიკოთზე გადაადგილების სპეციალური რეჟიმი – მინისტრის განმარტება

135
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე (4)

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, რიკოთის 149-ე კილომეტრზე კვლევა-ძიებისა და სამშენებლო სამუშაოები გეგმის შესაბამისად მიმდინარეობს. მისივე თქმით, გაყვანილია გზები იმისთვის, რომ პრევენციისა და საბოლოო საინჟინრო გადაწყვეტილებების ღონისძიებები განხორციელდეს და არსებობს მოლოდინი, რომ ზაფხულის სეზონის დაწყებამდე რიკოთზე გადაადგილების სპეციალური რეჟიმი მოიხსნება.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, სპეციალური რეჟიმის გარეშე მოძრაობის გაშვება დამოკიდებულია შესაბამის პროექტზე და წინასწარ გადაწყვეტილებაზე, რომელიც მზადდება.

„მიმდინარეობს კვლევა-ძიების სამუშაოები. რიკოთის 149-ე კილომეტრზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური, რომ საბოლოო საინჟინრო მოწყობის სამუშაოები ჩატარდეს. გვაქვს მოლოდინი, რომ მალე გვექნება პროექტი და რაც შეიძლება მალე შევძლებთ პრობლემის მოგვარებას, სპეციალური რეჟიმის გარეშე მოძრაობის აღდგენას.

მანამდე კი, ნებისმიერი ჩაკეტვა-გახსნა ან გადართვა დაფუძნებული იქნება გონივრულ და ექსპერტულ დასკვნებზე. გვაქვს ამოცანა, რომ ზაფხულის სეზონამდე შევძლოთ ყველა იმ სამუშაოს გატარება, რაც საჭირო იქნება გადაადგილების სპეციალური რეჟიმის მოსახსნელად“, – განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

„33 ლარი გვაქვს 9-საათიან სამუშაოზე, 12-ტონიანი მანქანით დაგვაქვს 50-60 ტონა.. ძალიან რთულ მონაკვეთზე ვმუშაობთ“ – რიკოთზე მიმდინარე სამუშაოებზე დასაქმებულთა ნაწილი გაიფიცა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები