სინოპტიკოსების პროგნოზით, 13 აგვისტომდე საქართველოს მასშტაბით არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება.
10 აგვისტომდე, დასავლეთ საქართველოში, მათ შორის შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა მაღლობში 27-29 გრადუსამდე, დასავლეთ საქართველოს დაბლობში კი 32-33 გრადუსამდე დათბება.
რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, აღმოსავლეთ რაიონებში ტემპერატურის მატება 30-32 გრადუსამდეა მოსალოდნელი.
11 აგვისტომდე კი დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში მათ შორის სანაპირო რაიონებში, ჰიდრომეტეოროლოგები წვიმას ვარაუდობენ. მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის 23-25 გრადუსამდე კლება. სანაპირო ზოლზე მოსალოდნელია დასავლეთის ქარი.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში ხანმოკლე წვიმა ელჭექით არის ნავარაუდევი.
12 აგვისტოს დღის მეორე ნახევრიდან კი, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.
13 აგვისტოდან კი ჰიდრომეტეოროლოგები, ქვეყნის მასშტაბით გამოდარებას პროგნოზირებენ.