Hyundai-ს ბოსმა მფრინავი ავტომობილების გამოჩენა ათწლეულის ბოლოსთვის ივარაუდა. Top Gear-ისთვის მიცემულ ინტერვიუში მაიკლ კოულმა დააზუსტა, რომ თავიდან მფრინავი ავტომობილები მხოლოდ ტვირთს გადაიტანენ, თუმცა მგზავრთა მომსახურების დროც დადგება, ალბათ ცოტა მოგვიანებით და მცირე მასშტაბებით. სამხრეთ კორეული ავტო გიგანტი, რომელიც უკვე დიდი ხანია საჰაერო ტრანსპორტირებითაა დაკავებული, ბრიტანეთის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, რათა სიახლის ექსპლუატაცია შეძლოს.
Hyundai-მ არაერთხელ აჩვენა პროტოტიპები, რომელიც უზარმაზარ დრონებს ჰგავდა და მათ შესაქმნელად კომპანიაში 2019 წელს სპეციალური დანაყოფიც კი დაარსდა.
2022 წელს Hyundai-მ Rolls-Royce-თან გააფორმა ხელშეკრულება და ორი კომპანია ერთმანეთს ავიაციაში არსებულ გამოცდილებას გაუზიარებს. მათ მიერ წარდგენილი მფრინავი აპარატის პროტოტიპი-კაფსულა 2025 წლიდან მუშა კონცეპტის სტატუსს მიიღებს.