LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როდის არის ავიაბილეთების შეძენა ყველაზე იაფი?

307

ყველამ იცის, რომ გადაფრენა გაცილებით იაფი ჯდება იმ შემთხვევაში, თუკი ავიაბილეთს წინასწარ, რამდენიმე, უმჯობესია ექვსი თვით ადრე შეიძენს, თუმცა ძალიან იშვიათად თუ იქცევიან ასე ადამიანები, მიზეზად კი სახელდება, რომ მოსახლეობის უმეტესობას უჭირს წინასწარ შვებულების დაგეგმვა და მომავლის განსაზღვრა.  დარგის სპეციალისტებმა, ბოლო სამი წლის სტატისტიკა შეისწავლეს და გაირკვა, თუ რომელ დროს არის საუკეთესო ვარიანტი ბილეთების დასაჯავშნად და შესაძენად. გარდა ამისა, კვლევის შედეგად გამოიკეთა ყველაზე დაბალფასიანი ქვეყნები შიდა და საერთაშორისო ფრენებისთვის.

როგორც წესი, მოსახლეობის უმეტესობა ორი ან სამი თვით ადრე იძენს ბილეთებს ამ შემთხვევაში მგზავრი საშუალო წლიური ღირებულების 6 პროცენტს ზოგავს, თუმცა შესაძლებელია სხვაობა 33 პროცენტამდეც დავიყვანოთ.  იაფი ბილეთების შესაძენად კი ორი ოქროს წესი არსებობს, პირველი, არის ის, რომ შვებულების დაგეგმვა უნდა მოხდეს იმ დროს, როცა არ არის ე.წ. „ტურისტული სეზონი“, როგორადაც, ძირითადად აგვისტოს ბოლო და შობა-ახალი წლის პერიოდი მიიჩნევა. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ტურისტულ სეზონად სხვადასხვა ქვეყანაში, სხვადასხვა დრო არის მიჩნეული. რაც შეეხება მეორე წესს, გულისხმობს, ბილეთების შეძენას სწორ დროს, ანუ სანამ ყველა იყიდის და გაძვირდება.  რაც შეეხება ტოპ ქვეყნებს, ყველაზე იაფი, ინდოეთი, მალაიზია და რუსეთია, სადაც ფრენა ას კილომეტრზე სამიდან-ხუთ დოლარამდე ღირს, ხოლო ყველაზე ძვირი, კანადა, დანია და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებია.

იმ შემთხვევაში, თუკი თქვენი  სასურველი მიმართულება არის ზღვისპირა ქალაქი, ბილეთების შეძენა ორი თვით ადრეც საკმარისია. ევროპის მიმართულებით კი ჯავშანი სულ მცირე 5 თვით ადრე უნდა გაკეთდეს, ხოლო იმ ადგილებში, სადაც ფრენა 8 საათზე მეტ ხანს გრძელდება, რეკომენდირებულია 7 თვე. უფრო კონკრეტულად კი, ნოემბერსა და დეკემბერში, ბილეთების შეძენა საუკეთესო ვარიანტია ჩეხეთის, საფრანგეთის, გერმანიის, საბერძნეთის, იტალიის, ესპანეთისა და ავსტრიის მიმართულებით. მარტის დასაწყისში იაფად შეიძენთ თურქეთის, ბულგარეთის, ხორვატიის, ისრაელისა და არაბთა გაერთიანებული საემიროების ბილეთებს.

რაც შეეხება თებერვალს, ეს არის ბოლო შანსი ამერიკის შეერთებული შტატების, კანადის, ტაილანდის და მალდივის კუნძულების ბილეთების შედარებით დაბალ ფასად შესაძენად.

 

მარიამ ადამია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები