“უახლოეს დღეებში იმუნიზაციის საბჭო შეიკრიბება და რაღაც გადაწყვეტილება იქნება მიღებული 12-16 წლამდე ასაკის ბავშების ვაქცინაციასთან დაკავშირებით”, – ამის შესახებ იმუნიზაციის საბჭოს წევრმა ივანე ჩხაიძემ გადაცემა “საქმიან დილაში” სტუმრობისას განაცხადა.
„ეს საკითხი განხილვაშია. თეორიული მოსაზრებები, კვლევების შედეგები, ჯანმო-ს მოსაზრებები, ტექნიკური რჩევების ეროვნული ჯგუფის მიერ უკვე წარდგენილია იმუნიზაციის საბჭოს წინაშე.
განიხილება მხოლოდ „ფაიზერის“ ვაქცინით აცრა. იმედი გვაქვს, რომ უახლოეს დღეებში იმუნიზაციის საბჭო შეიკრიბება და რაღაც გადაწყვეტილება იქნება მიღებული 12-16 წლამდე ასაკის ბავშების ვაქცინაციასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.
შეგახსენებთ, დღეს გაერთიანებულ სამეფოში 12-15 წლის მოზარდების ვაქცინაცია დაიწყო.
დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 12-15 წლის მოზარდების ვაქცინაცია იწყება