LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როდიდან იწყებს ამოქმედებას ახალი კანონით გათვალისწინებული რეგულაციები?

12

სოციალურ ქსელში კვლავაც აქტიურად მიმდინარეობს შსს-ს მიერ წარდგენილი კანონპროექტის ”საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამის” განხილვა. პარლამენტმა კანონპროექტი მოსასმენად უკვე დაარეგისტრირა, თუმცა, მისი მოსმენა ჯერ არ დაწყებულა. ფაქტია, რომ ამ თემით ხშირად მანიპულირებენ სხვადასხვა საინფორმაციო წყაროები, რამაც მოსახლეობა ძალიან დააბნია.

ერთ-ერთ ასეთ ”მატყუარა” სტატია –  ”პირველი იანვრიდან მძღოლებს განსაკუთრებული ყურადღებისკენ მოგიწოდებთ” სოც-ქსელის მეშვეობით გავრცელდა. სტატიაში ნათქვამია, რომ თითქოს და 2016 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება მართვის მოწმობის ქულათა სისტემა, რაც ნამდვილად არ შეესაბამება სიმართლეს. ინფორმაციის გადასამოწმებლად „ავტორადიო“  ა/ო „ეკო ტრანსპორტ ცენტრი“-ს აღმასრულებელ დირექტორს ვასო ურუშაძეს დაუკავშირდა.

საუბრისას ბატონმა ვასომ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ უახლოეს მომავალში არც ერთი კანონპროექტით გათვალისწინებული რეგულაცია არ ამოქმედდება. რეგულაციები ძალაში შევა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კანონპროექტის საბოლოო პაკეტს პარლამენტი დაამტკიცებს, რაც, ჯერჯერობით არ მომხდარა. კანონპროექტი მხოლოდ პროექტის სახით არსებობს, რომელიც მოსასმენად საკანონმდებლო ორგანოშია გადაგზავნილი, შესაბამისად თვითნებურად პროექტით გათვალისწინებული ვერც ერთი პუნქტი ვერ ამოქმედდება.

 

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები