LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„როდესაც სასტუმროს ცარიელი ფოიე იდეალური ადგილია“ – 85 წლის ენტონი ჰოპკინსის არაჩვეულებრივი პერფორმანსი

136
page

ლეგენდარულ მსახიობს, ენტონი ჰოპკინსს მუსიკის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს, ის ფორტეპიანოზე ბრწყინვალედ უკრავს, მღერის და ცეკვაც ძალიან უყვარს. 85 წლის კინო ლეგენდა სოციალურ ქსელშიც საკმაოდ აქტიურია და ურიცხვ გამომწერს ხშირად ანებივრებს პერფორმანსებით.

ამჯერად ჰოპკინსმა ვიდეო გაავრცელა, რომელშიც როიალზე უკრავს. როგორც ირკვევა, მან არაჩვეულებრივი პერფორმანსი სასტუმროს ფოიეში  დადგა.

„როდესაც სასტუმროს ცარიელი ფოიე იდეალური ადგილია“, – ასე დაასათაურა ვიდეო ენტონიმ.

ცნობისთვის, ოსკაროსანი მსახიობი მორიგ მასშტაბურ კინოპროექტზე მუშაობს. ამჯერად „ჰანიბალის“ ვარსკვლავი ლეგენდარული ფსიქოლოგის, ზიგმუნდ ფროიდის როლს მოირგებს. გადაღებები ირლანდიაში უკვე დაიწყო.

85 წლის ენტონი ჰოპკინსი ზიგმუნდ ფროიდის როლში – ნახეთ ფილმის, „ფროიდის უკანასკნელი სეანსის“ პირველი ფოტოები

84 წლის ენტონი ჰოპკინსი ისტორიას კვლავ დაწერს! – „ბრიტანელი შინდლერის“ როლის შესრულებით, ლეგენდარული მსახიობი უკრაინელ დევნილებს მიაგებს პატივს

ფოტო/ვიდეო: ცეკვა ლეგენდასთან – 83 წლის ენტონი ჰოპკინსი ოსკარის მიღებას 54 წლის სელმა ჰაიეკთან ერთად აღნიშნავს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები