LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როდესაც საქმე ეხება საქართველოს, შტატებმა და ევროკავშირმა ერთობლივად უნდა დაუჭირონ მხარი დიალოგს – მაიკლ კარპენტერი

46
BeFunky-collage

დასავლეთმა მხარი უნდა დაუჭიროს საქართველოს მთავრობასა და ოპოზიციას შორის დიალოგს, – ასე ეხმაურება საქართველოში განვითარებულ მოვლენებს აშშ-ის თავდაცვის მდივნის ყოფილი თანაშემწე, პენსილვანიის უნივერსიტეტში ბაიდენის სახელობის დიპლომატიისა და გლობალური ჩართულობის ცენტრის დირექტორი, მაიკლ კარპენტერი Twitter-ის საკუთარ გვერდზე.

“როდესაც საქმე ეხება საქართველოს, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა ერთობლივად უნდა დაუჭირონ მხარი დიალოგს, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის არსებული დაძაბულობის დეესკალაციისთვის”, – წერს კარპენტერი.

 

ცნობისთვის, ოპოზიციამ აქციის ფორმატი გუშინ შეცვალა და კანცელარიის შენობის პიკეტირება გადაიფიქრა. “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის ნიკა მელიას მხარდასაჭერად დღეს რესპუბლიკის მოედნიდან რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებამდე საავტომობილო მსვლელობა იგეგმება.

პიკეტის ნაცვლად დღეს რუსთავის ციხისკენ მსვლელობა გაიმართება – როგორც აფასებს “ოცნება” ოპოზიციის შეცვლილ სტრატეგიას

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები