LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როდესაც სამართალდამცავი ჩაიდენს დანაშაულს, უფრო დაუნდობლები ვიქნებით – გახარია მუმლაძის მკვლელობაზე

96
61832830-1911716298930360-3930772348680011776-o

გიორგი გახარია 35 წლის დავით მუმლაძის მკვლელობის საქმეზე პოლიციელების დაკავების ფაქტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ უაღრესად მძიმეა ამ საქმეში სამართალდამცავების ბრალეულობა.

“როდესაც დადასტურებულად გვექნება ფაქტი, რომ სამართალდამცველი თავისი კოლეგების, მთლიანად სისტემის ინტერესების გათვალისწინების გარეშე ჩაიდენს დანაშაულს, ჩვენ ბევრჯერ უფრო მკაცრები ვიქნებით და ჩვენი მიდგომა იქნება აბსოლუტურად დაუნდობელი და შეურიგებელი“, – განაცხადა გახარიამ.

მისივე თქმით, ერთეული შემთხვევები ვერც ერთ შემთხვევაში ვერ მიაყენებს 40 000 ადამიანს ჩრდილს.

მტკვრის მიერ გამორიყულ მამაკაცის ცხედარს 30-მდე ჭრილობა აქვს

ამ წუთებში მომხდართან დაკავშირებით სამართალდამცველები გარდაცვლილი დავით მუმლაძის მეგობრებსა და ახლობელს კითხავენ.

“ამიტომ არის აუცილებელი, რომ ჩვენ ფასეულობების დონეზე ჩვენს პოლიციაში შევცვალოთ როგორც მიდგომები მოქალაქის და მათი ფუნქციების, მოვალეობისა და ქვეყნის წინაშე ვალდებულებების ნაწილში, ასევე მათი ყოველდღიური შრომის ეფექტურობის ზრდის თვალსაზრისითაც” – გახარიას თქმით, ერთეულ შემთხვევებსაც არ უნდა შევურიგდეთ და სწორედ ამიტომ არის შსს-ში დაწყებული რეფორმები სისტემური განახლების კუთხით.

პოლიციელებმა მამაკაცის მკვლელობა წინასწარ დაგეგმეს და გვამი მტკვარში გადააგდეს – დაკავებულია 5 პირი

შეგახსენებთ, რომ 35 წლის დავით მუმლაძის მკვლელობის საქმეზე, რომლის ცხედარიც მტკვარმა 5 ოქტომბერს გამორიყა, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, ჯგუფურად ჩადენილი თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის და ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით 5 პირი დააკავეს, მათ შორის, 2 მოქმედი და 1 ყოფილი სამართალდამცველია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები