Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
როდესაც სადმე აძვრება, ეუბნებიან, „არ აძვრე,“ როდესაც შეძვრება „არ შეძვრე,“ როდესაც დადებს, „არ დადო,“ როდესაც აიღებს „არ აიღო,“ მაშინ რა გააკეთოს ბავშვმა?! – ბაკურ კოტეტიშვილი – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როდესაც სადმე აძვრება, ეუბნებიან, „არ აძვრე,“ როდესაც შეძვრება „არ შეძვრე,“ როდესაც დადებს, „არ დადო,“ როდესაც აიღებს „არ აიღო,“ მაშინ რა გააკეთოს ბავშვმა?! – ბაკურ კოტეტიშვილი

507
bakurkotetishvili

ბავშვთა ნევროლოგმა ბაკურ კოტეტიშივილმა მარი მალაზონიას გადაცემაში ბავშვებისთვის საინტერესო გარემოს შექმნის აუცილებლობაზე ისაუბრა:

„ღია სისტემა, სივრცე ბავშვის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენთან გავრცელებულია აზრი: „გარეთ გაიყვანე, ჰაერზე.“ ეს მორიგი ტყუილია. ჰაერი თავისი აზოტისა და ჟანგბადის შემადგენლობით არაფერ შუაშია. გარეთ გასვლა სასიამოვნოა სივრცის აღქმის გამო. როდესაც ვიკეტებით სახლში, რა თქმა უნდა, ეს სივრცე შეზღუდულია. რა თქმა უნდა, ბავშვმა თითოეული ასაძრომი, თითოეული კუთხე-კუნჭული ზეპირად იცის. მისთვის სიახლე არაფერია. მით უმეტეს, როდესაც აძვრება, ეუბნებიან: „არ აძვრე,“ როდესაც შეძვრება: „არ შეძვრე,“ როდესაც დადებს, „არ დადო,“ როდესაც აიღებს „არ აიღო.“ მაშინ რა გააკეთოს ბავშვმა?!

თანამედროვე ტექნოლოგიებიდან ძალიან ხელსაყრელი გამოდგა ბავშვებისთვის გაჯეტების სისტემა, იმიტომ, რომ ეს არის კონტაქტი გარესამყაროსთან. თვითონ როგორც უნდა ისე მართავს ყველაფერს. ახლა აღმოჩნდა, რომ საზოგადოების მტერია გაჯეტი. ბევრი რამ დაბრალდა მას. არცერთ ბავშვს არ უყიდია გაჯეტი, ჩვენ ვუყიდეთ, ჩვენ მოვიტანეთ სახლში, ჩვენ მივეცით მაგალითი. ჩვენ რომ გავთავისუფლებულიყავით იმ წუთას ბავშვისგან, ამას მაგიტომ ვაძლევთ. ნებისმიერი სათამაშოს პრინციპი რა არის? სათამაშო შექმნა მოზრდილმა, რომ მისცეს ბავშვს და ბავშვი დაკავდეს. შემდეგ როგორ გავაფორმეთ?! ვთქვით: „სათამაშო საჭიროა ბავშვის განვითარებისთვის.“ ყველაზე მთავარი სათამაშო და განვითარება ბავშვისთვის არის მშობლებთან ურთიერთობა და ღია სივრცე“ – განაცხადა ბაკურ კოტეტიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები