LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“როდესაც პრეზიდენტი პარლამენტიდან გარბის, ეს ცუდია”- კახა კალაძე

91

“როდესაც პრეზიდენტი პარლამენტიდან გარბის, ეს ცუდია,” – ამის შესახებ თბილისის მერმა განაცხადა. კალაძის განმარტებით, პრეზიდენტის გამოსვლისთვის არ მოუსმენია, რადგან მერიის საქმიანობით იყო დაკავებული.

„პრეზიდენტის გამოსვლისთვის არ მომისმენია, მაგის დრო არ მქონდა, მერიის საქმიანობით ვიყავი დაკავებული. ის, რომ პრეზიდენტი გარბის პარლამენტიდან, მგონია რომ ცუდია, არ არის ლამაზი. მგონია, რომ უფრო მეტი პატივისცემა უნდა იყოს პირველ რიგში, პრეზიდენტის ინსტიტუტისადმი თავისი მხრიდან, ასევე პარლამენტის მიმართ და იქ მჯდომი ადამიანების მიმართ,” – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერს პრეზიდენტთან კითხვები აქვს შეწყალების საკითხთან დაკავშირებითაც.

შეწყალებებს რაც შეეხება, ბევრი კითხვა არსებობს ამასთან დაკავშირებით. კორუფციას რაც შეეხება, გამიჭირდება ამაზე საუბარი, რადგან როგორც ვიცი, გამოძიება ამ მიმართულებით არ დაწყებულა, თუმცა კითხვის ნიშნები არსებობს,“ განაცხადა კალაძემ.

შეწყალების საკითხზე განცხადება გუშინ საკანონმდებლო ორგანოში გამოსვლისას პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გააკეთა. მისი თქმით, შეწყალების უფლებამოსილება საქართველოს პრეზიდენტის მიერ ბოროტად არის გამოყენებული. პარლამენტის თავმჯდომარემ შეწყალების მხრივ, სხვა ქვეყნების სტატისტიკური მონაცემებიც მოიყვანა და აღნიშნა, რომ განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით, საქართველოს ასმაგი სხვაობა აქვს.

„პრეზიდენტის ამ პრაქტიკას შეიძლება ჰქონდეს სამიდან ერთ-ერთი საფუძველი. პირველი, თეორიული ვარიანტი: უპასუხისმგებლო დამოკიდებულება, ეს არის ყველაზე რბილი ვერსია; მეორე – ეს არის კორუფცია, თეორიულად ამასაც ვერ გამოვრიცხავთ; მესამე ეს არის სამართალდამცავი სისტემის მიზანმიმართული ნგრევა,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები