ახალ რეკლამაში მესუთ იოზილი, პოლ პოგბა და ლუის სუარესი ხსნიან, რას არ აკეთებენ საუკეთესოები.
„წარმოიდგინე როგორია მუდმივად პირველი იყო. უნდა იყო სწრაფი. უფრო სწორედ სწრაფზე უფრო სწრაფი. მაგრამ ესეც ყველაფერი არ არის. საჭიროა ნიჭი, კონტროლი და ძალა, აზროვნება და ამ ყველაფრის გამოყენების უნარი. შენ პირველი ხარ გუნდში, პირველი მიდიხარ ბრძოლაში, პირველი ხედავ ყველაფერს, პირველი ხარ ბურთთან, პირველი აძლევ პასს, პირველი იტან გოლს და აღნიშნავ ისე, როგორც არავინ. შენ სხვების ყურადღებას იპყრობ, ცვლი მატჩის მსვლელობას და ქმნი ისტორიას. რადგან პირველებს წინ არავინ მიუძღვება“, – განმარტავს „ადიდასი“ ახალ რგოლში.
„ადიდასმა“ ბუცების Mercury Pack ახალი სერია წარადგინა, რომელიც მოდელებს X, Messi და Ace მოიცავს. ამ ბუცებს პირველად საქმეში ჩემპიონთა ლიგის წლევანდელ ფინალში გამოცდიან.
ის ბიჭებიც, ვისაც „ადიდასთან“ აქვთ კონტრაქტი, ამ ბუცებით ითამაშებენ ევროპის ჩემპიონატსა და კოპა ამერიკაზე.
https://www.youtube.com/watch?v=ph8rcsuaFt0