პარტია „გირჩის“ დეპუტატის ჰერმან საბოს თქმით, როდესაც კახეთის გზატკეცილზე მოშიმშილე ადამიანებს ცოტნე დადიანს ან მაჰათმა განდის ადარებ, ან მაჰათმა განდის არ უყურებ სერიოზულად ან იმ ხალხს, ვინც იქ შიმშილობს.
მისი თქმით, შიმშილობის აქცია კიდევ უფრო გაზრდის დაძაბულობის ხარისხს.
„ქართული ოცნებისთვის“ მიხეილ სააკაშვილის ციხეში ყოფნა პრობლემაა, რადგან ნებისმიერ მომენტში, თუ ხელისუფლებას რამეზე ფეხი წაუცდება, თუ მოხდება გავრილოვის ღამის მსგავსი რამე, შეიძლება, ქვეყანაში რადიკალურად განსხვავებული ვითარება მივიღოთ და ცეკას ერთკაციანი მმართველობის სისტემის სათავეს მიხეილ სააკაშვილი დაუბრუნდეს.
კახეთის გზატკეცილზე მოშიმშილე ადამიანებს როდესაც ცოტნე დადიანს ან მაჰადმა განდის ადარებ, ან მაჰადმა განდის არ უყურებ სერიოზულად ან იმ ხალხს, ვინც იქ შიმშილობს. რაც შეეხება შიმშილობის აქციის შედეგს, არ ვიცი, ამან რა შედეგი შეიძლება გამოიღოს და რამდენზე არიან წამსვლელები, მაგრამ ფაქტია, რომ ეს დაძაბულობის ხარისხს კიდევ უფრო გაზრდის“, – განაცხადა ჰერმან საბომ.
მასობრივი შიმშილობის დაწყების შესახებ განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ 21 დეკემბერს, პარლამენტთან გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. მისი თქმით, შიმშილობა გაგრძელდება მანამ, სანამ პატიმრობიდან მიხეილ სააკაშვილი არ გათავისუფლდება.