LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როდესაც მერი გავხდები, დავიწყებ ზრუნვას, რუსთავში 15 ათასმა ოჯახმა მიწის ნაკვეთი მიიღოს და მფლობელობაში არსებული ნაგებობები დაუკანონდეთ: კირკიტაძე

41
დავით კირკიტაძე

“ნაციონალური მოძრაობის” რუსთავის მერობის კანდიდატი აცხადებს, რომ თუ მერი გახდება, რუსთავში მცხოვრები 15 ათასი ოჯახი მიწის ნაკვეთს მიიღებს და დაუკანონდება საკუთრება, რომელიც მის მფლობელობაშია.

დავით კირკიტაძის განცხადებით, “ქართული ოცნების” დაპირებები და ის რეალობა, რომელშიც რუსთაველები ცხოვრობენ ერთმანეთისგან აცდენილია.

მისივე თქმით, ახლა გამარჯვება ერთი ხელის გაწვდენაზეა, ოპოზიციური კანდიდატისთვის მიცემული თითოეული ხმა კი მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებისთვის მიცემულ ხმას ნიშნავს:

“როდესაც რუსთავის მერი გავხდები, მეორე დღიდან, დავიწყებთ ზრუნვას, რომ რუსთავში 15 ათასმა ოჯახმა მიწის ნაკვეთი მიიღოს, რუსთაველებს დაუკანონდეთ საკუთრება, რომელიც მათ მფლობელობაშია, იქნება ეს ავტოფარეხი, თუ დამხმარე სათავსო ნაგებობები. ასევე ვიზრუნებთ, რომ საჯარო სკოლის ყველა მოსწავლემ მიიღოს უფასო კვება ბიუჯეტის ხარჯზე.

ხედავთ, როგორ არის აცდენილი “ქართული ოცნების” დაპირებები და ის რეალობა, რა რეალობაშიც რუსთაველები ცხოვრობენ. თითოეულმა რუსთაველმა კარგად იცის, რა ესაჭიროებათ მათ. “ქართული ოცნება” კი ძალიან შორსაა იმისგან, რაც რუსთაველებს ესაჭიროებათ. ამიტომ ახლა, გამარჯვება ერთი ხელის გაწვდენაზეა.

ეს არ არის რიგითი, ჩვეულებრივი არჩევნები. ოპოზიციური კანდიდატისთვის მიცემული თითოეული ხმა ნიშნავს, მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებისთვის მიცემულ ხმას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის, ქალაქებისა და სოფლების განვითარებისთვის. ძალიან მშვიდად და წყნარად მივიდეთ არჩევნებზე, გავაკეთოთ არჩევანი უკეთესი რუსთავისთვის, ჩვენი ოჯახების უკეთესი მომავლისთვის”, – აცხადებს კირკიტაძე.