LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„როდესაც გონება გავთიშე ამ ყველაფერზე ნერვიულობით და ვიფიქრე, რომ ალბათ ასე უნდა იყოს – მეთქი, სწორედ მაშინ დადგა ორსულობა“ – ქეთი ხატიაშვილი

5493
ფორტუნა (15)

ტანმოვარჯიშე ქეთი ხატიაშვილი გადაცემაში „იმუნიტეტი“ იმყოფებოდა სტუმრად.

ქეთიმ აღნიშნა, რომ რამდენიმე წელი გეგმავდა მეორე ბავშვის გაჩენას, მაგრამ სასურველი ორსულობა დიდხანს არ დგებოდა.

„ჯერ გადაწყვეტილების მიღებაზე ვიფიქრეთ ბევრი, მაგრამ როდესაც გადავწყვიტეთ ბავშვის გაჩენა, არ დგებოდა ორსულობა. ერთი პერიოდი არ ვიკეთებდი სახის პროცედურებს არ დავდიოდი სოლარიუმში, არ ვსვამდი ალკოჰოლს, მაგრამ ეს ყველაფერი არ იყო საკმარისი. კინაღამ გავგიჟდი. გადავყარე ტესტები და ტესტების გადაყრიდან ზუსტად ორ კვირაში დამეწყო შეგრძნებები. თავიდან ვფიქრობდი, ესეც „ეშმაკებია“ – მეთქი და საკუთარ თავს ვეუბნებოდი, არ გაიტესტო-მეთქი. მაგრამ როცა ნამდვილად დავრწმუნდი, ვიყიდე ტესტი და დავრწმუნდი ამ ამბავში,  ტესტი, რა თქმა უნდა, შენახულია.

როდესაც გონება გავთიშე ამ ყველაფერზე ნერვიულობით და ვიფიქრე, რომ ალბათ ასე უნდა იყოს მეთქი, სწორედ მაშინ დადგა ორსულობა“. – ამბობს ქეთი ხატიაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები