„ტრადიციულად ასეა, ეკლესია და სახელმწიფო გაყოფილია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ, როგორც საერო ხელისუფლება შევეგუებით, რომ ეკლესიის ხელმძღვანელი იყოს შეურაცხჰყოფის, უსაფუძვლო ბრალდებების და დამცირების საგანი,“- ასე ეხმაურება იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი წმინდა სინოდის სხდომის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს.
,,დარწმუნებული ვარ, ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქე დღეს იქნება ჩვენი პატრიარქის გვერდით"
პრემიერის საგანგებო განცხადება: მსგავსი წარმოუდგენელი თავდასხმები პატრიარქზე, არის შეტევა სახელმწიფოებრიობასა და ეკლესიაზე
„ეკლესიაში სიმშვიდე არის სახელმწიფოებრივად და ეროვნული უშიშროების ჭრილშიც ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. ამიტომაც ამგვარი ტიპის თავდასხმებს პატრიარქზე საერო ხელისუფლება არ შეეგუება. ის რაც უკვე დღეს აწ უკვე ბატონმა პეტრემ იკადრა ამას ვგმობთ ცალსახად. მე თავს ვიკავებ რაიმე არ წამომცდეს რაც ამ სტატუსის შეუფერებელი იქნებოდა, იმიტომ რომ, როდესაც ადამიანს გხსნიან ( ჩვენს საერო ენაზე ამას ასე ჰქვია), მაშინ არ უნდა გახდე „დასაბმელი“. თუკი რაიმე კრიტიკა გაქვს შიგნით უნდა თქვა. და მხოლოდ მაშინ არ უნდა თქვა, როცა თანამდებობას საფრთხე ემუქრება არ უნდა ჩავარდე ისტერიკაში,“- განაცხადა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში თეა წულუკიანმა.
მისივე თქმით, პატრიარქს ვერ დააბრალებ იმას, რომ ან სათანადოდ გულმოწყალე, შემწყნარებელი არ არის და ან, არ შეუძლია მოგისმინოს:
„თუნდაც მწვავე კრიტიკა შესაძლებელია მას გაუზიარო. მაგრამ როცა გამოძრავებს აბსოლიტურად სხვა რამ მაშინ იქცევი ისე, როგორც მოიქცა დღეს აწ უკვე ყოფილი მეუფე პეტრე. პეტრემ აჩვენა საზოგადოებას თუ რა ამოძრავებს მას. გარკვეული ამბიციები და ვნებათაღელვა. მეუფეს რომელსაც კაბა აცვია აქვს ვალდებულება უფრო მეტი სულიერების“ , – აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.
წმინდა სინოდის დღევანდელი კრების განჩინება ჯერ ოფიციალურად არ გამოქვეყნებულა, თუმცა, სხდომაზე მიღებულ ორ გადაწყვეტილებაზე ყოფილმა მღვდელთმთავარმა, პეტრე ცაავამ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, რომ ის „პატრიარქმა მღვდელთმთავრობიდან განაყენა“.
მისი თქმით ამის მიზეზი, მისი მხრიდან ეკლესიაში მამათმავლობის მხილება იყო. სხდომის დატოვების შემდეგ კი აღნიშნა, რომ თავად პატრიარქია “პიდარასტიისა და მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი”.
ჭყონდიდის ეპარქიაში მეუფე პეტრეს წალკელი ეპისკოპოსი, მეუფე გრიგოლი შეცვლის
რა ხდებოდა სინოდის სხდომის დაწყებამდე საპატრიარქოში (ვიდეო)
მეუფე პეტრე ამბობს, რომ სიტყვა “პიდარასტიაში”, რომლითაც პატრიარქი დაახასიათა, “ჭაბუკის გამხრწნელი” იგულისხმა. მისი თქმით, ეს საეკლესიო ტერმინია.
მისი თქმით, ეკლესიამ, პატრიარქის ხელმძღვანელობით საბედისწერო შეცდომა დაუშვა, როდესაც მღვდელმთავრობიდან გადააყენა.მეუფე პეტრეს თქმით, ის მსახურებას გააგრძელებს.
"დროებით დამარცხებული მართალი ბევრად ძლიერია ვიდრე დროებით გამარჯვებული ბოროტი... მადლობა ღმერთს რომ დავისაჯე სიმართლისთვის" - მეუფე პეტრე
,,ახალგაზრდა ჭაბუკის გამხრწნელს ჰქვია პიდარასტი" - მეუფე პეტრეს განმარტება დღევანდელ განცხადებაზე