გასულ თვეს ცნობილი გახდა, რომ ედ შირანის მეუღლეს, ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები ჰქონდა. მას სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. ამის შესახებ ინფორმაცია შირანმა „ინსტაგრამ“ პოსტის საშუალებით გაავრცელა. როგორც ირკვევა, ჩერის ეს დიაგნოზი ორსულობის დროს დაუსვეს და სანამ ის არ იმშობიარებდა, ქირურგიული ჩარევა დაუშვებელი იყო.
ახალ ბიოგრაფიულ ფილმში, რომელიც „დისნეიმ“ ედ შირანზე გადაიღო, ჩერი რთულ პერიოდს იხსენებს. მისი განცხადებით ედი მისმა ავადმყოფობამ მორალურად გაანადგურა.
„როდესაც მან გაიგო, რომ კიბო მჭირდა, 4 საათში, 7 სიმღერა დამიწერა“, – იხსენებს სიბორნი, რომელიც გასულ წელს დედა მეორედ გახდა.
„მაგრამ ტალღები ვერ გატეხენ ჩემს ნავს” – ედ შირანი ახალ სიმღერაზე Boat კლიპს ავრცელებს